რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

შვილმა სახლი გაყიდა, სიმსივნით დაავადებული დედის მკურნალობის საფასური რომ გადაეხადა და ახლა ოჯახი ჭერის გარეშე ქუჩაში არის დარჩენილი ორი პატარა შვილით. მათ არსად აქვთ წასასვლელი და არც საკვები აქვთ, რომ ბავშვებს აჭამონ!

ირმა, 33 წლის (დედა): მთელი დღე ისე გადის, რომ შეიძლება ერთი ნამცეციც არ გვქონდეს ნაჭამი არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არც ბავშვებს. პურს ვჭამთ და ბოსტანში დაკრეფილ წიწაკას ვატანთ. მე და ჩემი მეუღლე თავადაც შეჭირვებულ ოჯახებში ვართ გაზრდილი, ვიცით, რა არის გაჭირვება. მაგრამ არ გვსურს, ჩვენმა შვილებმაც რომ გამოსცადონ ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. გული გვიკვდება, როდესაც ვხედავთ, შიმშილისგან როგორ ტირიან ბიჭები! გემუდარებით, დაგვეხმარეთ, ჩვენი შვილები რომ დავაპუროთ! ჩვენ ხომ მაცივარიც კი არ გვაქვს, პროდუქტები რომ შევინახოთ, მალე ფუჭდება საჭმელი. ღმერთმა ნუ ქნას, და თქვენმა შვილებმა რომ იშიმშილონ, რას მოიმოქმედებთ? იმათხოვრებთ? ან იქნებ მოიპარავთ? ერთი წუთით მაინც დაფიქრდით ამაზე. როგორი იქნებოდა თქვენთვის იმის ცქერა, შიმშილისგან როგორ ტირის თქვენი პატარა ბიჭი ან გოგო?

შემოწირულია

₾2,744.10

დონორი

181

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

უსინათლო ბებია, მისი მძიმედ დაავადებული შვილი და შვილიშვილი განწირულნი არიან მტანჯველი სიკვდილისთვის, თუ ჩვენს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი უფლის წინაშე დაუძლურდება! გმადლობთ, უფალო, ამ კეთილი და სრულიად უმწეო ადამიანების საშინელი ცხოვრება რომ დაგვანახე

საბრალო უსინათლო დარეჯანი! არ აქვს ფული წამლების და თვალის წვეთების საყიდლად, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს. საწყალი ქალის სახლი მის თვალწინ ინგრევა: იატაკი დამპალია და ჩავარდნილი, წვიმის დროს კი, წყალი ჭერიდან თქრიალით მოედინება. ფანჯრები იშლება, იმდენად ძველია, შუშის ნაცვლად კი, ფანერა არის გაკრული. უსინათლო ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს პენსიითა და ბავშვის ობლობის შემწეობით გააქვთ თავი. რაც არ უნდა ეცადონ, სახლის შეკეთებასა და საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით შეძენას ვერ მოახერხებენ. ერთადერთი იმედი რჩება იმისა, რომ ოჯახის სევდიანი ისტორია ადამიანების გულებს შეძრავს და დახმარების ხელს გაუწვდიან. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ! საქართველოს კანონმდებლობა არავის ავალდებულებს დაეხმაროს სნეულ ბავშვებსა და შეჭირვებულებს! მაგრამ, რამხელა სასწაულია, როდესაც უფალი გვჩუქნის იმის შანსს, რომ უბედური ადამიანები გასაჭირისგან ვიხსნათ. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ!

შემოწირულია

₾11,054.01

დონორი

650

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

სიცოცხლეზე მეტად ჩემი შვილები მიყვარს! ქმარმა მიმატოვა! მარტო ვარ ჩემს ოქროებთან ერთად! დამეხმარეთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, სოციალურმა სამსახურმა ისევ რომ არ წამართვას შვილი!

გიო (6 წლის): „ჩემი პატარა ძმა 9 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და შიმშილისგან ტირის მთელი დღე. რა უნდა ვაჭამოთ? სახლში, ხმელი პურის გარდა, საჭმელი არაფერი გვაქვს. პაწუკა ნიკოლოზი ვერ ღეჭავს, ჯერ კბილები არ აქვს. დედას კი, ფული არ აქვს, სხვა რამეები რომ იყიდოს“. მარიამი: „უზომოდ მადლობელი ვიქნები, თუ ვინმეს საშუალება ექნება შეგვიფაროს, ერთი ოთახი დაგვითმოს. ან იქნებ, გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, ვინც ბინის დაქირავებაში დაგვეხმარება? ავარიულ შენობაში ვცხოვრობთ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს. რა ეშველებათ ჩემს შვილებს? სად უნდა წავიდეთ? ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, რომ ასეთი უბედურება თქვენ ან თქვენს ახლობლებს შეგემთხვათ. რას მოიმოქმედებდით? დავეხმაროთ ამ საბრალო ქალს ორი ვაჟის აღზრდაში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი საქართველოს მომავლისთვის! დამხმარე არავინ ჰყავს. მამა გარდაეცვალა, დედა კი შშმ პირია და მას თავად სჭირდება დახმარება. მაშ, ვინ არის დასახმარებელი, თუ არა ასეთი შეჭირვებული ადამიანები, როგორიც მარიამი და მისი შვილები არიან?!

შემოწირულია

₾2,041.98

დონორი

140

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

მძიმედ დაავადებულ და ყოველთვის მშიერ ძმებს არც წამლები აქვთ და არც საკვები. სახლში კი შავი ობის სოკო და გაზის მძაფრი სუნი გუდავთ

ლაზარე: არ მახსოვს, გუშინ რა ვჭამე… დედას საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, მაგრამ ყველას არ გვყოფნის. ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ვინც მოასწრებს, ისიც ჭამს. მე ვერ მოვასწარი, ქუჩაში ვთამაშობდი. ამიტომ მშიერი დავრჩი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელმე თქვენგანი ყოველდღე უყურებდეს საკუთარი შვილების მშიერ თვალებს და არ ჰქონდეს მათი გამოკვების საშუალება. მოდი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ამ მშვენიერ ბავშვებს. ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთისა და გულმოწყალებისა! სიკეთის კეთება იმაზე ადვილია, ვიდრე გვგონია!

შემოწირულია

₾3,293.37

დონორი

247

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

თუ შენც მშიერი ხარ, აიღე, ჭამე! აიღე, აიღე! მე უკვე მოვკბიჩე ქერქი. თუ შენ არ გშია, სხვა მშიერ ბავშვებს მიეცი. ცუდია, როცა პატარებს შიმშილისგან მუცელი უხმაურებთ და სტკივათ…

„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა (30 წლის): „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა გამოცდაა დედისთვის იმის დანახვა, რომ შენი შვილი შიმშილის გამო ტირის! მე ძალიან ავად ვარ, ეპილეფსია მაქვს. ამიტომ, როცა ვაჟთან ერთად სამშობიაროდან გამომწერეს, ძუძუსაც ვერ ვაჭმევდი. ბავშვის საკვების ფული არ მქონდა, ელემენტარული, ბოთლიც კი არ მქონდა ხელოვნური კვებისთვის. ჩემი საწყალი ბიჭი! რა ძალიან ტიროდა, დაოსებამდე, მეგონა, რომ დაიხრჩობოდა! შემეშინდა და სასწრაფოს გამოვუძახე. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბავშვი მშიერი იყო და სასწრაფოს მძღოლმა ბავშვს მთელი ყუთი ხელოვნური საკვები და ბოთლი უყიდა. აი, ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით გავიტანეთ თავი!

შემოწირულია

₾3,500.72

დონორი

242

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!
ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა… „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, – პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

შემოწირულია

₾1,895.35

დონორი

139

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

გაჭირვებულები

You helped

იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ

„მე ის ისე ძალიან მენატრება… ისე ძალიან მინდა, რომ ჩავეხუტო და ვეთამაშო. იქ, მასთანაც ცივა. აქ კი, მე და დედასაც გვცივა…“
პატარა თეას მამა ძალიან ენატრება. ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა და თავისი გოგონები, – მეუღლე, ლია და 6 წლის ქალიშვილი, თეა, – სრულიად მარტო დატოვა. მათ არავინ ჰყავთ… მათ არაფერი აქვთ…
„აი, ასე საუბრობს მამამისზე მთელი დღეები. მის სურათებთან ზის და უყვება, დღემ როგორ ჩაიარა. ის მას ძალიან იყო მიჯაჭვული, ძალიან უყვარდა. ჩემზე მეტადაც კი. მამიკოს გოგოა! მეც ძალიან მიჭირს. წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის დაკარგვა როგორია? მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. რა ვქნა, რა გავაკეთო?.. ვცდილობ, თავი შევიკავო და გრძნობებს არ ავყვე. ვიცი, რომ ის ზეციდან გვიყურებს და დაგვეხმარება.“

შემოწირულია

₾2,760.80

დონორი

171

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა

კითხვაზე – „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან: ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია – მოხუცი, ავადმყოფი… ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ.
ეს საახალწლო ამბავი არ არის; ის ვერც სულს გაგვითბობს და ვერც ამ დების წარსულის შეცვლას შეგვაძლებინებს, მაგრამ იქნებ, მათი მომავალის შეცვლა შევძლოთ… ვინ იცის? შობის წინა დღეებში ხომ სასწაულები ხდება?
ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ… დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, – ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა…“, – ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.

შემოწირულია

₾4,305.48

დონორი

267

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ…

„პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ“, – ამბობს ყავისფერთვალება, მშვენიერი გოგონა, თინათინი (5 წლის) და კეთილი მეზობლების ნაჩუქარ პურის ყუას კოცნის და გულში იხუტებს…
ის მართალია! პურის ყუა სადღესასწაულო კერძია ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც მალე ალბათ ჩამოინგრევა და თავის უბედურ მაცხოვრებლებს ცოცხლად დამარხავს… მათი მოკრძალებული შემოსავალი ხომ მთლიანად წამლებზე იხარჯება…
„წამლების შეძენაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს ნიშნავს, რომ ბებო მოკვდება! – ამბობს დედა, მაია. – ვერ ვუყურებ, როგორ ირხჩობა ადამიანი ჩემ თვალწინ!“ ბოროტმა ბედმა ეს კეთილი ქართველი ქალი საშინელი არჩევანის წინაშე დააყენა: მძიმედ ავადმყოფ ბებოს წამლები უყიდოს და პატარა გოგონა მშიერი დატოვოს… ან ბავშვი გამოკვებოს და ბებო ბედის ანაბარა მიატოვოს…
უფლის წყალობისა და კეთილი ხალხის იმედად, საბრალო ქალმა ჩვენს ფონდს მომართა. ქართველები ხომ მოძმეს გასაჭირში არასოდეს დატოვებენ?!

შემოწირულია

₾5,112.06

დონორი

389

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

სიმდიდრე და სიღარიბე მუდამ ჩვენ გვერდითაა!

„ოთხივეს იატაკზე გვძინავს და ერთმანეთს ვათბობთ. მეშინია, ჩემი გოგოები ავად არ გახდნენ. იატაკიდან სიცივე ძვალ-რბილში ატანს“, – მწარედ ტირის დედა, ლელა (41 წლის). საბრალო ქალი და მისი სამი მშვენიერი გოგონა – მარიამი (5 წლის), ეკატერინე (9 წლის) და ლიზი (11 წლის) გადარჩენისთვის თავგანწირვით იბრძვიან. ისინი იძულებულები არიან, სრულიად ცარიელ, ნაქირავებ ბინაში იცხოვრონ, ყოველგვარი პირობების გარეშე და შიშველ იატაკზე იძინონ! ამის წარმოდგენა ევროპულ ქვეყანაში როგორ შეიძლება?!
ჩვენი თანამემამულე, ლელა ელბაქიძე სამი გოგონას მარტოხელა, ავადმყოფი დედაა. ჩვენ, მეგობრებო, მისი უკანასკნელი იმედი ვართ!

შემოწირულია

₾1,945.05

დონორი

122

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

თვალების გახელის მეშინია, სასაფლაოზე ვცხოვრობ… სიცოცხლე მკვდრებს შორის! მსგავსი რამ არასდროს გვინახავს…

„ღმერთო, რა საშინელებაა!“ – ეს არის პირველი, რაც ამ საცხოვრებლის დანახვაზე აზრად გებადება. ბავშვი საფლავებს შორის ცხოვრობს! ამ მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დანახვით, ადგილზე იყინები! მუდმივად ხრწნადი გვამებისგან წარმოქმნილ გაზებს ხომ საშინელი დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ… ღმერთო, ნუ მიატოვებ ამ საბრალოებს!
„თვალების გახელის მეშინია, გარშემო მხოლოდ ჯვრები და საფლავებია… ყოველდღე, უფალს მხოლოდ ერთს შევთხოვ: მსურს, ცოცხალთა შორის ვიცხოვრო და მეგობრები ვიპოვო… მჯერა, რომ ჩემს ლოცვებზე პასუხი თქვენ ხართ!“ – იმედიანად ამბობს მარიამი. მისი შეშინებული, პატარა გული გამალებით ძგერს.

შემოწირულია

₾1,794.50

დონორი

115

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
85 - 90 of 92 items
1 13 14 15 16