რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. “ღრმული” სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!
შემოწირულია
₾12,904.15
დონორი
918
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.
₾12,418.48
998
„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.
₾7,118.95
456
მარტოხელა მოხუცები
2017 წელს 64 წლის თინიკოს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის კი საბრალო ქალს ფული არ დაუტოვეს! სამაგიეროდ, სამშენებლო მასალა მისცეს, თავისი სახლის ნანგრევების ქვეშ ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. სახლის, რომელიც ისეთ საშინელ მდგომარეობაში არის, როგორიც ჩვენი მუშაობის პერიოდში არასდროს გვინახავს! გარდა ამისა, თვეში 50 ლარს აძლევენ საარსებოდ! საკუთარი თვალით შეხედეთ ამ ჩამოშლილ ქოხს, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ბებია, რომელსაც ამ სახლის რემონტის დასრულება დააწვა მხრებზე! რა მზრუნველობაა! ღმერთო, ღმერთო, მკაცრად ნუ განსჯი მათ, ვისაც შენი არ სწამს! კეთილო ადამიანებო, ბოლომდე წაიკითხეთ პოსტი და ეს ტრაგედია გულით შეიგრძენით!
₾1,470.33
80
მრავალშვილიანი ოჯახები
ახალგაზრდა და მოსიყვარულე ოჯახი. ამდენი ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი აჩუქეს საქართველოს და ასეთი უბედურება შეემთხვათ… მეწყერმა მთლიანად დაანგრია მათი სახლი და სადაც მოახერხეს, იქ ნახეს თავშესაფარი. წვიმის დროს, მთელი ოჯახი ლოცულობს, რომ მალე გადაიღოს და საწოლები გაშრეს! წამებაა გუბეში ძილი! ზამთარში კი, შეიძლება ღრმად ჩაეძინოს ვინმეს და ვეღარასროს გაიღვიძოს, გაიყინოს ან დაიხრჩოს!
₾3,558.26
222
„არც კარგად ვარ… არც ცუდად. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ჩემი მეუღლე და ერთადერთი შვილი ცივ საფლავში წვანან… მე კი, აქ ვარ კამოკეტილი, ოთხკედელ შუა.“ – ამბობს ლამარა ბებო ძალიან ჩუმად და მშრალ თვალებს ისრესს. მას შემდეგ 17 წელია გასული და ტირილიც კი აღარ შეუძლია, ცრემლები გაუშრა. ის სიბნელეში წევს და შინაგანად, უხმოდ ტირის. სიკვიდლი უნდა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც დაკარგა, მაგრამ სიკვდილიც არ ეკარება და უსასრულო ტანჯვისთვის წირავს.
₾1,968.59
147
ავადმყოფი ბავშვები
ახალგაზრდა, გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას და მთელი ოჯახი გაანადგურა
₾1,671.16
142
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 100–ზე მეტ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
₾1,604.00
106
„მე ახლა კარადის გაღების არ მეშინია, თაგვები აღარ არიან, – ამბობს მარიამი. – ძველ კარადაში კი ცხოვრობდნენ და საზიზღრად წრიპინებდნენ, და ჩვენ შიგნით თაგვების საწინააღმდეგო წამალს ვყრიდით, რომ წასულიყვნენ. ახალში კი, ხედავ, მხოლოდ ჩვენი ლამაზი ტანსაცმელია – ახალი ჯინსები, ზედები, კომბინიზონები…“ „მე დაძინების მეტად აღარ მეშინია, – ამბობს მისი დაიკო ანანო. – ახალი საწოლი ღამით არ გადაიქცევა საშინელებათა ატრაქციონად. ფეხები არ ემტვრევა და არ ვარდება“. საბრალო გოგონები! ბარბაქაძეების ოჯახმა დიდი შიმშილობა და სიღარიბე გადაიტანა, ვიდრე ჩერნოვეცკის ფონდს მიმართავდა. მეგობრებო, იქნებ, რომელიმე თქვენგანს აქვს შესაძლებლობა, რომ გოგონებს ზაფხულში დასვენება აჩუქოს? მარიამსა და ანანოს არასდროს არსად არ დაუსვენიათ და ამ ზაფხულსაც ჩახუთულ ქალაქში ატარებენ. იქნებ გამოვიდეს?! ისინი ოცნებობენ ამაზე! რაც უფრო შორეულია ოცნება, მით უფრო სასურველია ის.
₾7,917.34
497
49 წლის წლის ნინო ბესელია ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, დახმარება კი არსაიდან ჩანს.
₾4,195.48
198
ნიკოლოზ და ვენერა ჭუმბურიძეები ჩვენი ფონდის ბენეფიციარები არიან, მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად და ერთმანეთი ახლაც ისე უყვართ, როგორც ადრე!
₾638.00
54
გელა 6 წლის არის, მისი ეშინია არა მხოლოდ მის ძმებს და დას, არამედ, დედას და მამასაც… ეპილეფსიის შეტევა რომ ემართება, ძირს ეცემა, კანკალებს და მხეცივით ღრიალებს. წამლები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, უკვე აღარ შველის, ეს ხომ ისეთი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, მათ კი, ფული არ აქვთ, გამოკვლევაზე რომ წაიყვანონ! ჰოდა, წვალობენ ასე. ფული არაფერში ჰყოფნით! სოციალური დახმარების თანხა მიდის ქირაში, წამლებსა და პამპერსში… სხვა არაფერში ჰყოფნით. როგორ უნდა იარსებოს დღეში 3 ლარით ოჯახმა, სადაც 7 ბავშვია? წაიკითხეთ, იქნებ, თქვენ იცოდეთ…
₾1,992.55
138