ნინი (გიორგის დედმამიშვილი, 12 წლის): „ღმერთო, გევედრები, დაეხმარე დედიკოს ჩემი ძმის მკურნალობისთვის ფულის შოვნაში! ყველას ვთხოვ, ვინც ჩვენი გასაჭირის შესახებ წაიკითხავს: ჩემს ძამიკოს გიჟს ნუ დაუძახებთ, მძიმედ ავად არის. ჩვენ კი, ის ძალიან გვიყვარს!“ 13 წლის გიორგი ზღვის პირას დაიბადა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აქვს ასეთი ლამაზი, ზღვისფერი თვალები. გიორგი სულ პატარა იყო, როდესაც ექიმებმა გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინეს. ზოგჯერ მშვიდია, ზოგჯერ კი ღელავს ისევე, როგორც ზამთარში ზღვა.