რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!

შემოწირულია

₾9,214.92

დონორი

513

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!

მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო! ძალიან რთული შემთხვევაა! 21 წლის გიორგი დაუნის სინდრომით დაიბადა. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, გონებრივი განვითარება კი, დაახლოებით სამი წლის ბავშვის აქვს. ბიჭის საცხოვრებელი ნესტიანი სარდაფია, სადაც ვირთხები ბუდობენ. მისი საწოლი კი ისეთია, რომ ქუჩის ძაღლიც არ დაწვებოდა. ჟანგიანი საწოლიდან ამოშვერილი მავთულები ტკივილს აყენებს გიორგის. ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ასველებს, როდესაც სძინავს.

შემოწირულია

₾8,500.80

დონორი

519

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

 „ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.

ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი წამიც არ შეუძლია დგომა. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა, ასე რომ იტანჯება?

საბა სამყაროს მოწყვეტილია. დიახ, სამყაროს მოწყვეტილია ბავშვი…. ოჰ, რა საშინლად ჟღერს ეს ორი სიტყვა. ცხოვრობ ამ სამყაროში, მაგრამ სამყაროსგან გარიყული ხარ. ამის წარმოდგენაზეც კი ადამიანს თითქოს ძარღვებში სისხლი ეყინება.

შემოწირულია

₾6,653.27

დონორი

443

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ნაკლებად უზრუნველყოფილი

ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით!

საბრალო მოხუცი ქალი ეზოში დადის და ლოყაში ირტყამს ხელს. ღმერთო, როგორ იტანჯება! ორ სიტყვას იტყვის და ტირილს იწყებს, კიდევ რაღაცას იტყვის და ისევ ცრემლები ახრჩობს.„ხანდახან მგონია, რომ ფასი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობს ამ წყეულ ვაგონში დავიწვა. აი, რა დღეში ჩავვარდი სიბერის ჟამს! ბედის ანაბარა ვარ დარჩენილი“. – ამბობს ასიატი. „აი, აქ იდგა ჩვენი სახლი, ჩემი მეუღლე დადიოდა ამ ეზოში, ის იყო ჩემი ცხოვრების ბედნიერება… ყველაფერი, რაც მიყვარდა, დავკარგე. მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ისიც, ძალიან მძიმე. ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ… თვალწინ სულ ცეცხლი მიდგას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შთანთქა!“ ხანძრის მერე, ასიატი ამ ნაგებობაში დასახლდა. მაგრამ, განა საცხოვრებლად გამოსადეგია? ზამთარში კი, ხან ერთმა ნათესავმა შეიკედლა, ხან მეორემ. „კარგია, რომ გულკეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად, – ამბობს საბრალო მოხუცი. – ზოგს შეუძლია, უსახლკარო ცხოველებიც კი შეიფაროს. მეც გავხდი ერთერთი მათგანი.“

შემოწირულია

₾4,364.32

დონორი

282

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება… ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! 

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული! ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს. მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

შემოწირულია

₾24,244.03

დონორი

1165

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!
ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა… „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, – პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

შემოწირულია

₾1,895.35

დონორი

139

დიახ! მსურს დახმარება!
43 - 48 of 122 items
1 6 7 8 9 10 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

შემოწირულია

₾41,406.88

დონორი

2873

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მე ხომ, ბავშვი ვარ, რატომ უნდა მოვკვდე?!.. მაგრამ კიბო ადამიანებს კლავს, მე კი, ეს ცუდი კიბო მაქვს. მითხარით, ხომ არ დაუშვებთ, რომ მოვკვდე?!!

ლაშა: „სიცოცხლე ძალიან, ძალიან მინდა! კიდევ ერთი დღე, ორი, იქნებ ერთი კვირა ან ერთი თვე, ერთი წელი ან იქნებ?.. ვიცოდე მაინც!!! მთელი გულით მინდა, სასწაულის რომ მჯეროდეს!”
ჩემი ოცნება იყო, ფეხბურთელი გამოვსულიყავი. საუკეთესო ვიყავი სკოლის გუნდში! ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაზე ლამაზი და ძლიერი ვიყავი! როდესაც ორი წლის წინ აღმომაჩნდა ეს სასიკვდილო დაავადება – ჰოჯკინის ლიმფომა, თავიდან ვერც მივხვდი, ეს რას ნიშნავდა და მაინც სიცოცხლე მიხაროდა!!! მაგრამ… მერე კი, ქიმია დაიწყო! და სულ უფრო მეტს ვფიქრობდი ყოველდღე: ნეტავ, რა მელის ხვალ?!“

შემოწირულია

₾18,859.99

დონორი

1388

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

მშობელმა მამამ ბავშვები სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა, მისი ოჯახი კი, ოთხ ბავშვს აგდებს იმ სარდაფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ! ალბათ, უცნობ ადამიანებს უფრო შეეცოდებათ ეს პატარები და გაუწევენ მათ დახმარებას!

„როდესაც ხედავ, რომ შენი შვილები შიმშილითა და სიცივით იტანჯებიან, შენ კი ვერაფერს შველი, ამაზე მძიმე საყურებელი არაფერია“ ნაძირალა მამამ შეუბრალებლად, ნესტიან სარდაფში, უსახსროდ, ტანსაცმლისა და მომავლის ყოველგვარი იმედის გარეშე მიატოვა თავისი მეუღლე და ოთხი პატარა შვილი. რა დაუშავეს ისეთი, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ნორმალური ცხოვრების იმედი წაართვა?! რისთვის დასაჯა ასე?! ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვას, მაშინვე მოეკლა, არ ჯობდა?

შემოწირულია

₾7,622.13

დონორი

554

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

იცი, ამ სახლის პატრონი ვინ არის? მიწის?.. ნახე, რამხელაა! ამ ვარიების, მსხლის და ვაშლის ხეების… აი-ი-ი… შეხედე! ამ ყველაფრის პატრონი მე ვარ! კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ. დედამ მითხრა!

ცხრა წლის განმავლობაში ცუდ პირობებში, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, — ამბობს მაია. — დავიტანჯეთ. არა მხოლოდ ბინიდან ბინაში, არამედ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა გვიწევდა. ბინის პატრონები გადაუხდელობის გამო ძაღლებივით ქუჩაში გვყრიდნენ, საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის წაღების საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ. უარაფროდ დარჩენილები, აცრემლებულები და დაღლილები ვტოვებდით ბინებს. ახლა ვერავინ, ვერასდროს გაგვაგდებს ვერსად! ჩერნოვეცკის ფონდმა იზრუნა იმაზე, რომ ჩემს შვილებს თავზე ჭერი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ! დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორსართულიანი სახლი, ექვსი ოთახითა და დიდი ეზოთი ჩვენია. ვერცერთი ფონდი, რომელსაც მივმართეთ, ვერ დაგვეხმარა! თქვენ კი მოახერხეთ და სახლი გვაჩუქეთ! ისეთი ბედნიერი ვარ, არ ვიცი, შოკიდან როდის გამოვალ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები თქვენი!

შემოწირულია

₾35,305.81

დონორი

2129

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით… ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და სიცოცხლისთვის იბრძვის…

პატარა ოთახში, ნესტსა და სიცივეში, ზის კაცი, დაუსრულებელ ტანჯვად არის ქცეული მისი ცხოვრება. თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ გასწირა ბედისწერამ, საშინელმა დაავადებამ კი, ხელ-ფეხის გარეშე დატოვა. წარსულ, ნორმალურ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მხოლოდ მტანჯველი მოგონებები აქვს შემორჩენილი. ცოცხალ გვამად აქცია თოთხმეტმა ოპერაციამ. მკურნალობის ნაცვლად, ექიმებმა მისი პრობლემები სკალპელით გადაჭრეს.

„უნდა ილოცოს ადამიანმა, ამ თეთრხალათიან ყასბებს ხელში რომ არ ჩაუვარდეს. ვერ გადაურჩება! შემომხედეთ, რა დღეში ჩამაგდეს! თეთრხალათიანმა ყასაბებმა საახალწლო გოჭივით დამჩეხეს – ამბობს ზვიადი და გვაჩვენებს თავის ხელ-ფეხს, უფრო სწორედ იმას, რაც მათგან დარჩა. – დამჩეხეს. ჩემი პრობლემებით რომ ვაკითხავდი, მაშინვე დანის ქვეშ მაწვენდნენ.“

შემოწირულია

₾2,455.88

დონორი

226

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
43 - 48 of 929 items
1 6 7 8 9 10 155