– ილია, ვინ გინდა გამოხვიდე?
ილია: მ-მ-მ, მინდა ჰაკერი გამოვიდე.
– და იცი ეგ რა არის?
ილია: დიახ, აი-ი-ი… ბევრ „კნოპკებს“ რომ აჭერ სწრაფად და ყველგან რომ შედიხარ… ფილმში ვნახე, ადრე… მაგრამ ისე, ვოცნებობ ხოლმე ჩემთვის.
– შეგიძლია მითხრა, რა გჭირდება ეს ოცნება რომ აისრულო?
ილია: კი, მაგრამ არ მგონია, ახდეს. იცი, რამდენი ფული ღირს? ბე-ე-ე-ევრი! იცი რა ჰქვია? აი ის, კომპიუტერი არა, მეორე რომ არის… რომ იშლება და იკეცება…
– მგონი მივხვდი, ნოუთბუქი?
ილია: დი-ა-ა-ხ!!! ეგ თუ მექნება, ჯადოსნურ ღილაკს გამოვიგონებ და ყველა ბოროტ ბიძიას დავიჭერ..
– კიდევ რის გაკეთებას შეძლებ ნოუთბუქით… გიფიქრია?
ილია: კიდევ, პროგრამისტი შეგიძლია გამოხვიდე.
კიდე-ე-ე-ვ… ყველაფრის სწავლა შეგიძლია კომპიუტერით, რასაც მოინდომებ…
– შენს კლასელებს აქვთ ნოუთბუქი?
ილია: კი, გაკვეთილებს მანდ მეცადინეობენ ხოლმე …
– და შენ როგორ მეცადინეობ?
ილია: მე რაც წიგნში მაქვს გასაკეთებელი, იმას ვაკეთებ და რაც კომპიუტერში – იმას ვერა …