ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
შეგროვებულია:
310 ₾
(დონორი: 9)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები

ვიქტორი: თურმე, რა ძნელი ყოფილა შვილის დაკარგვა. ღმერთო, როგორ მესმის ყველა გამწარებული მშობლის. ამ დროს, თითქმის შენც აღარ არსებობ ან არსებობ, როგორც აჩრდილი...  აჩრდილი მხოლოდ ერთი გრძნობით - შვილის მონატრების! 
        რაზე ვიოცნებო? მე ოცნებები არ გამაჩნია... მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემს ობოლ შვილიშვილებს ნორმალური პირობები ჰქონდეთ. ჩვენ კი, არც სახლი გვაქვს, არც ავეჯი, არც ტექნიკა... 64 წლის ვარ.  კიდევ რამდენ წელს ვიცოცხლებ ამხელა დარდით? მე რომ აღარ ვიქნები, ვინ მიაწოდებს პურს ჩემს პატარებს ან რა ბედი ეწევათ? სოციალურ შემწეობით ვარსებობთ. ეს კი, საჭმელზეც არ გვყოფნის. მთავარია, საკვები მქონდეს ბავშვებისათვის საკმარისი, ყველა დანარჩენი კი, ჩვენთვის აუხდენელი ოცნებაა!
        - ტექნიკა და ავეჯი ახსენეთ, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
         ვიქტორი:  ბავშვებს ნორმალური საწოლები სჭირდებათ, რომ დაიძინონ. გამათბობელი გვჭირდება, რომ ზამთარში სიცივისგან არ გაიყინონ ბაბუას ჩიტუნიები. თანადგომა და გამხნევება გვჭირდება, რომელიც უფასოა და ამავდროულად, ფასდაუდებელი!
 „საყვარელი მეუღლის სიკვდილმა წელში გამტეხა, 2021-ში შვილის სიკვდილმა კი, საბოლოოდ გამანადგურა...“

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help