ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თურმე შესაძლებელი ყოფილა, ჩემი ოცნებებიც რომ ახდეს

თურმე შესაძლებელი ყოფილა, ჩემი ოცნებებიც რომ ახდეს

შეგროვებულია:
2,000.42 ₾
(დონორი: 114)
რატომ მომეცა მშიერი ცხოვრება მუხლებზე?
- ბესო, მოდი, შენს ცხოვრებაზე ვისაუბროთ.
ბესო: მოდი. მაგრამ, რა არის მოსაყოლი? მე სხვებს არ ვგავარ და ჩემი ცხოვრებაც უინტერესოა.
- აღწერე შენი ცხოვრების ერთი დღე.
ბესო: ვიღვიძებ, მერე დედა მეხმარება ჩაცმაში, პირის დაბანაში. მერე, ეტლში მსვამს ხოლმე. ნეტავ იცოდე, ეს ეტლი როგორ მეზიზღება! ხანდახან, ძალიან რომ მეტკინება ზურგი, ჩამოვდივარ და ოთახში დავხოხავ. მერე კი, სპეციალური მანქანა მოდის, სკოლაში და დღის ცენტრში მივყავართ. იქ, ბევრია ჩემნაირი ბავშვი.
- მაშინ რა საჭიროა ისეთი სკოლა რომელშიც არავინ არაფერს ასწავლის და თან თუ ვერავის დაელაპარაკები?! იქ რას აკეთებთ ხოლმე?
ბესო: არ ვიცი, სხვადასხვა რამეებს, ვისაც რა შეუძლია. იქ ზოგი ბავშვი საერთოდ ვერ ლაპარაკობს, ზოგი ვერც ინძრევა, მათ შორის ყველაზე ჯანმრთელი მე ვარ. ყველაზე მეტად კი, ის მომწონს, რომ იქ გვაჭმევენ.
- საჭმელი უფრო გემრიელი სად არის: სახლში თუ სკოლაში?
ბესო: სახლში საჭმელი კი არა, ჩაიც კი არ გვაქვს. მე და დედა ძალიან ღარიბები ვართ. სკოლაში თუ არ წავალ, მშიერი დავრჩები.
- გიყვარს გემრიელად ჭამა?
ბესო: ხანდახან, ოღონდ რამე ვჭამო და პურიც უგემრიელესი საჭმლი მგონია. არ მიყვარს საჭმელზე ლაპარაკი, მერე მუცელი მიბუყბუყებს. ყოველთვის ვოცნებობდი, დაბადების დღეზე ტორტი მქონოდა.
- დაბადების დღე როდის გაქვს?
ბესო: 15 ივლისს. მაგრამ, ჩვეულებრივი დღეა: დედა მილოცავს და მორჩა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ და რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება.
         - კლასელები არ გილოცავენ?
          ბესო: ხომ გითხარი, ზოგს ლაპარაკიც არ შეუძლია. მასწავლებლები მილოცავენ ხანდახან, სულ ესაა.
          - და როგორ გინდა, რომ მოგილოცონ?
          ბესო: არც კი ვიცი. ალბათ ბევრი ხალხი რომ იყოს და ყველამ ერთად იყვიროს: „გი-ლო-ცავთ", მუსიკაც და ტორტიც რომ იყოს.
- რა საჩუქარი გაგიხარდებოდა ყველაზე მეტად?
ბესო: ჩემი ერთადერთი ოცნება კომპიუტერია! დაბადების დღეზე, ახალ წელს და ყოველთვის! წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ვიქნებოდი! რამდენი ახალი მეგობარი მეყოლებოდა! ღმერთო!
- ოდესმე თუ მიგიღია საჩუქარი, რომელიც ასე ძალიან გაგახარებდა?
ბესო: არა, არასდროს. და ალბათ, ვერასდროს მივიღებ. ჩემნაირი ადამიანები არავის აინტერესებს. არავის უყვარს...