
დეიდა, თუ არ გაქვს იმდენი ფული მთელი თოჯინა რომ მიყიდო, მაშინ მისთვის ფეხი მაინც მაჩუქე, ის ხომ კოჭლია. ცოდოა, არა?
შეგროვებულია:
160.17 ₾
(დონორი: 10)
- რაზე ოცნებობ, სალომე?
სალომე: არ გეტყვი, თორემ დედიკო იტირებს. ამბობს, რომ ღარიბები ვართ და ვერაფერს ვიყიდით. აი, მეც ღარიბი ვარ, ამიტომ ჩემს თოჯინას არ აქვს ფეხები.
მეგობრებო, მოგვერიდა, ამ მშვენიერი გოგონასთვის გვეკითხა, რის მიღებას ისურვებდა და უნდა მიიღოს საჩუქრად ჩვენი კეთილი გულებისგან, რადგან ბევრი ნივთის არსებობის შესახებ, ბავშვმა არც იცის.
ჩვენი აზრით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ველოსიპედი, ბევრი თოჯინა და ფუმფულა სათამაშო. შეხედეთ თქვენს შვილებს ან თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ. გავაბედნიეროთ სალომე!