
ღირსებას ფულზე ვერ გავცვლი!
შეგროვებულია:
341 ₾
(დონორი: 13)
ღირსებას ფულზე ვერ გავცვლი!
იუზა: იცით, უბრალოდ სასაცილოა: ღირსების ორდენი მაქვს - ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში, მაგრამ 85 წლის ასაკში ისე ვცხოვრობ, რომ ხანდახან, სახლში პურიც კი არ მაქვს. ეჰ, „სახლიც“ ხმამაღალი ნათქვამია. პატარა ოთახში ვცხოვრობ და ისიც არ არის ჩემი, მეგობარმა შემიფარა. საკუთარი აღარაფერი დამრჩა. მხოლოდ ღირსების ორდენი, ფეხბურთის სპორტის ოსტატის პასპორტი და ჩემი მეუღლის სურათები - ეს არის ჩემი სიმდიდრე. ცხოვრების ყველა საფეხური მაქვს გავლილი: თავბრუდამხვევი დიდების, სიმდიდრის გემოც ვიცი, ხელის გულზე მატარებდნენ, პატივს მცემდნენ. მერე კი, ყველაფერი დავკარგე. მაგრამ, ყველაზე მტკივნეული საყვარელი მეუღლის დაკარგვა ყოფილა. 22 წლის წინ გარდაიცვალა. მე კი, ოველთვის მისი ერთგული ვიყავი, სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც.
- მაგრამ, თქვენ ხომ ცოცხალი ხართ და ალბათ, არის ისეთი ნივთები, რომელიც ახლა, უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელია თქვენთვის.
იუზა: მჭირდება საკვები პროდუქტი და პატარა მაცივარი, საჭმელი რომ შევინახო. ასევე, ვოცნებობ პატარა ტელევიზორზე, რომ ვუყურო ფეხბურთს და საინფორმაციო გადაცემებს, გავიგო, რა ხდება ქვეყანაზე. სხვა არაფერი მჭირდება.