ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!

დაბადების დღე: 09.09.1942
შეგროვებულია:
1,500.29 ₾
(დონორი: 81)

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!

 მალარდო: ღმერთი ჩემს ლოცვებს შეისმენს! ზეცაში ხომ, ერთი ლოცვაც კი არ იკარგება! ჩემი დღე იწყება და მთავრდება ლოცვით - თქვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ვიცნობ. იცით, რა გააკეთეთ, ძვირფასებო? ან როგორ გააკეთეთ ეს? თქვენ ხომ, ეს ფული თქვენს ოჯახებს „წაართვით“ და ჩემს საბრალო შვილიშვილს მიეცით! როგორ მიჭირდა, რომ ვაჭმევდი და ვუცვლიდი იმ ძველ დანგრეულ ტახტზე! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საწოლს მიჯაჭვული პაციენტებისთვის სპეციალური საწოლები არსებობს. ახლა, მოხერხებულად წევს და აღარაფერი სტკივა! ჩემი საბრალო ბიჭი. 

ის მხოლოდ 24 წლისაა და მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიჯაჭვულია საწოლს. ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს, მძიმე ფორმაში. ხანდახან, კრუნჩხვები საათობით უგრძელდება, მერე კი, მისი გონს მოყვანა ძალიან მიჭირს. მშობლებმა მიატოვეს და ბედნიერება სხვაგან ნახეს. დედამ და მამამ სხვა ოჯახები შექმნეს და სხვა შვილები გააჩინეს, ავადმყოფი სოსო კი, ბედის ანაბარა არის მიტოვებული. ჩემს გარდა, ის არავის სჭირდება, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს უჩემოდ. მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, აღმოჩნდა, რომ თქვენც გჭირდებათ ის! ხანდახან, დედაზე და მამაზე უფრო ახლობელი ხდებიან სრულიად უცხო ადამიანები...