ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ახლა, თქვენ ყველანი ხართ ჩემი შვილები!

შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ახლა, თქვენ ყველანი ხართ ჩემი შვილები!

შეგროვებულია:
1,016.2 ₾
(დონორი: 74)

შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ახლა, თქვენ ყველანი ხართ ჩემი შვილები!

 კლარა: სრულიად უცხო ადამიანების სიკეთემ გამითბო გული! ვერც ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ახდენა! ახლა კი, კომფორტული, ზღაპრული ტახტი მაქვს. კეთილო ადამიანებო, მადლობას გიხდით, ამ საჩუქრისთვის! თან, როგორ გაწვალეთ... სიმაღლე ამდენი უნდა ჰქონდეს, განი იმდენი, ზუსტად ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. ხანდახან მეგონა, რომ გეწყინებოდათ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ამხელა მოთმინებით, შვილებიც კი არ ეპყრობიან საკუთარ მშობლებს!

 ეს ტახტი არის ჩემი კომფორტისა და სიმშვიდის სავანე ამ ბნელ სამყაროში, სადაც მე ვცხოვრობ. არამარტო მოხერხებულია, არამედ იმედიც მომცა, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შემიძლია ვინმეს იმედი მქონდეს. ახლა, დაწოლა და ადგომა შემიძლია, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს. გმადლობთ, მადლობა ყველაფრისთვის! მინდა გამოვხატო ჩემი უსაზღვრო მადლიერება თქვენი სიკეთისა და მზრუნველობისთვის. თქვენი დახმარებით ვიგრძენი, რომ სამყარო იმდენად მრავალფეროვანია და სავსეა კეთილი ადამიანებით, რომლებიც მზად არიან სინათლე და სიხარული მისცენ მათ, ვინც სიბნელეში რჩება. მადლობა ამ ულამაზესი ტახტისთვის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმედისა და სითბოს სიმბოლოდ იქცა.