
არ მინდა საავადმყოფოში, სახლში მინდა, ჩემს დედიკოსთან და ძამიკოსთან!
დაბადების დღე: 16.08.2019
შეგროვებულია:
92 ₾
(დონორი: 5)
ბარბარე სამი წლისაა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან საავადმყოფოებში გაატარა. მას ძალიან ეშინია თეთრხალათიანი ადამიანების, 12-ჯერ გაუკეთდა ნარკოზი, ხელები ნემსებისგან აქვს დაჩხვლეტილი და რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა. ექიმებს ვერ გაურკვევიათ, რა სჭირს ამ ლამაზ გოგონას: ხან სახე უშუპდება, ხან ჩირქი სდის თვალებიდან და ცხვირიდან.


ბარბარე: არ მინდა ნემსები! მე მინდა ფრჩხილის ლაქი და „საკრასკავები“ გოგოებისთვის. კიდევ, თოჯინები მინდა. ისინი კი, მტკენენ და ვტირი. გთხოვთ, აღარ მინდა ექიმები! ბევრი თოჯინა მინდა, გთხოვთ!
***
მეგობრებო, ამ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამოკვლევების ჩატარება. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია!

