ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ

გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ

დაბადების დღე: 20.12.2016
შეგროვებულია:
112 ₾
(დონორი: 3)

 გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნატალის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

 ნატალი: თქვენ ყველაფერი დაიმახსოვრეთ, რაც გთხოვეთ? ეს ხომ სასწაულია, ზღაპარი! ალბათ, მალე პრინცესა გავხდები, რადგან ახლა ყველაფერი მაქვს, რაზეც ვოცნებობდი! ოჰ, როგორ მინდა, ახლა ბაჭიასავით ვიხტუნო სიხარულისგან! 

 იცი, ახლა, ჩემი ძამიკო დათოც გაერთობა ჩემთან ერთად. პატარა წვეულებას მოვაწყობთ. დარწმუნებული ვარ, თოჯინებით თამაშით მხოლოდ მე არ ვიხალისებ! კიდევ, სახის ჯადოსნური საღებავი მაქვს, სახეს სიხარულის ფერებით მოვიხატავ! უკვე წარმომიდგენია, როგორ ვივლი ჩემი ახალი ფეხსაცმლით. არა, არა, არ მთხოვო, ახლა ვერ ჩავიცვამ... სკოლისთვის ვინახავ!