ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...

თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...

შეგროვებულია:
460.64 ₾
(დონორი: 44)
ნესტიანი, ცივი, უღიმღამო პატარა ოთახი - 9 ნაბიჯია სიგრძეში. მხოლოდ ერთი საწოლი ეტევა. ის კი, მთელი ცხოვრება ფერად ტელევიზორზე ოცნებობს!

მადონა: აი ესაა მთელი ჩემი ავლადიდება, რაც გაჭირვებული ცხოვრების განმავლობაში „შევქმენი“. ნესტიანი სორო, რომელშიც ერთი საწოლი ძლივს ეტევა.

- უამრავი სახლი გვინახავს, მაგრამ აქ რომ მოვედით, მართლაც გავოგნდით. როგორ აღმოჩნდით ამ ბნელ ოთახში?

მადონა: როცა ბავშვობიდან არ გიმართლებს, როცა გაჭირვება კუდში დაგყვება, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სულ ასე იქნება. ახალგაზრდა გავთხოვდი, ქმარი სვამდა, მცემდა... ადრე გარდაიცვალა. შვილები მარტო გავზარდე. ყველა ოცნება ჩემი გათხოვების დღეს დასამარდა და მას შემდეგ არც მიოცნებია.

– ახლა იქნებ გაქვთ რამე სურვილები?

მადონა: როცა მთელი ცხოვრება ამ ბნელი გვირაბიდან ვერ გადიხარ, რაღა სურვილები უნდა გქონდეს? თუმცა, ერთადერთი სურვილი, რომელიც არასდროს მცილდება არის ის, რომ რამდენიმე დღე მაინც ვიცხოვრო ადამიანურად. აი, ცოტა ხნით პროდუქტით და წამლით რომ ვიყო უზრუნველყოფილი, ალბათ ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა. თუმცა ერთ ჩემ ყველაზე დიდ ოცნებასაც გაგანდობთ. ჩემ აუსრულებელ ოცნებას - ეს სარეცხი მანქანაა. ჩემი სახსრების და რევმატიზმების გადამკიდე, ცივ წყალში რომ ვრეცხავ - თითქოს ჯოჯოხეთში ვხვდებიო, ისეთი ტკივილები მეწყება. და ასევე, ჩემი კიდევ ერთი აუხდენელი ოცნება - ფერადი ტელევიზორია. არასდროს მქონია!