ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

არც ქურთუქი მჭირდება, არც ფეხსაცმელი - პამპერსსა და წამლებზე ვოცნებობ
შეგროვებულია:
216 ₾
(დონორი: 20)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

არც ქურთუქი მჭირდება, არც ფეხსაცმელი - პამპერსსა და წამლებზე ვოცნებობ

გულიკო: თითქმის 10 წელია ჩავარდნილი ვარ. ვერ ვდგები ლოგინიდან. არ შემიძლია, არც მინდა. ვწევარ, ვფიქრობ. რა კარგი იყო ადრე. რა კარგი იყო ახალგაზრდობა. რამდენი კარგი ხდებოდა ჩემს თავს და მე ვერც ვამჩნევდი. ტუალეტში ჩემით დავდიოდი - ეს უკვე კარგია! ჩაის შენით როცა იკეთებ როცა გწყურია - ეს უკვე კარგია. მაგრამ ნუთუ ამას ვინმე ამჩნევს? ვინმე ამით ხარობს?

- რამეზე გული გწყდებათ?

გულიკო: არა, არაფერზე. კაი ცხოვრება მქონდა. ქმარი მუშაობდა, მე სახლის საქმეებში ვიყავი. კარგი ოჯახი გვქონდა. მაგრამ სულ რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი. მეტი მინდოდა. ახლა კი ჩემი ტკივილების მონა გავხდი, ჩემ სახლში როგორც ციხეში ისე ვარ. სულ ვფიქრობ, რომ ასეთი ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული. ყველას შეუძლია აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ საბანსაც ვერ გაისწორებს თავისით.

- რამეზე ხომ არ ოცნებობთ?

გულიკო: ერთი 20 წლის წინ რომ გეკითხათ იგივე, იცით რამდენ რამეს ამოვარაკრაკებდი? ახლა კი არც კი ვიცი რა მინდა.

- და 20 წლის წინ რა გინდოდათ?

გულიკო: თბილი პალტო და ჩექმები მინდოდა, ქვაბები, ფარდები... ახლა კი რაში მჭირდება? ტუალეტში ვერ გავდივარ დაუხმარებლად. ახლა პამპერსი, წამლები და საჭმელი მინდა. სხვა არაფერი.

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help