ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!

ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!

შეგროვებულია:
1,369.7 ₾
(დონორი: 44)
ცივ მიწაში გაყინვას ისედაც მოვასწრებ...ახლა კი, თბილ საწოლზე ვოცნებობ, საბანში რომ გავეხვიო და არ ვიფიქრო იმაზე,  რომ სიცივისგან შეიძლება სუნთქვა შევწყვიტო
ანზორი: საშინელი სიზმარივით მეშინია ზამთრის! ვიყინები! გაყინვას ცივ მიწაშიც მოვასწრებ, ახლა კი, თბილ საწოლზე ვოცნებობ, საბანში რომ გავეხვიო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიცივისგან შეიძლება შევწყვიტო სუნთქვა. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიბერე მელოდა?
- ალბათ, ბევრ რამეს ნანობთ? რას შეცვლიდით ცხოვრების ხელახლა დაწყება რომ შეგეძლოთ?
ანზორი: წვრილმანებზე არ ვიდარდებდი. რაც მინდოდა, ყველაფერს გავაკეთებდი და არ გავაკეთებდი იმას, რაც არ მინდოდა. ვიმოგზაურებდი და ვნახავდი მსოფლიოს! სიბერეში ხომ არაფერი გვრჩება, მოგონებების გარდა.
- ახლა რაზე ოცნებობთ?
         ანზორი: მინდა, მედიკამენტები, საჭმელი რომ მქონდეს. ოჰ, ახლა ცხელ წვნიანს მივირთმევდი, მერე ჩაის დავლევდი, დედაჩემის გამომცხვარ ორცხობილას მივაყოლებდი თან. მერე, თბილ საწოლში ჩავწვებოდი, ტელევიზორს ჩავრთავდი, ვნახავდი რა ხდება ქვეყანაზე და დავიძინებდი. ტკბილად, როგორც ბავშვობაში... მაგრამ ახლა, არაფერი გამაჩნია, რაც ჩამოვთვალე. უფრო სწორად, მხოლოდ ადუღებული წყალი და ჩაის ფერი, რომელსაც უკვე ერთი კვირაა ვიყენებ. ეჰ...