ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საშინელი ტკივილების გარეშე, ნაჭამი რომ დაიძინებ...

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საშინელი ტკივილების გარეშე, ნაჭამი რომ დაიძინებ...

შეგროვებულია:
287.5 ₾
(დონორი: 29)
45 წლის განმავლობაში, ექთნად მუშაობდა და მთელი გულით ზრუნავდა ჩვენისთანა ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანებზე!

თინა: 45 წელი ექთნად ვიმუშავე. წარმოგიდგენიათ? 45 წელი!იცით რა ბედნიერი ვიყავი? მეუღლე რომ დამეღუპა ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ საოჯახო მაღაზიას ვალები დაედო და სახლი ბანკში ჩავდეთ. ყველაფერი გავყიდეთ. და ასე, ნაქირავები ბინიდან ბინაში დავდივართ.

- რას არ გააკეთებდით არასოდეს, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ?

თინა: არასდროს ავიღებდი ვალს ბანკიდან. ვიცხოვრებდი მათხოვარივით - მაგრამ საკუთარ სახლში. ყველას აქვს უფლება მშვიდად საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში დალიოს სული.

- რაზე ოცნებობდით ადრე, რაზე ოცნებობთ ახლა.

თინა: ყველაფერი მქონდა, რაზეც ქალს ოცნება შეუძლია. ქმარი, შვილები, სახლი, მეგობრები ბედნიერი დღეები... ნებისმიერი სურვილის შესრულება შემეძლო. ახლა კი მხოლოდ ნერვიულობა, განცდები, დარდები დამრჩა. ერთი ოცნება მაქვს ლოგინად არ ჩავვარდე და შვილების მოსავლელი არ გავხდე. ამიტომ ახლა ძალიან მინდა რომ ექიმთან მივიდე და გამოკვლევები ჩავიტარო. ძალიან ცუდად ვარ და რა მჭირს არ ვიცი.