ბავშვების სურვილები, страница 3, страница 4 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების სურვილები

მიჩვეული ვარ, რომ დამცინიან!
მიჩვეული ვარ, რომ დამცინიან!
შეგროვებულია
376.32 ₾

დონორი
45
„ჩემი საყვარელი თამაშია, პურის ნაჭერს რომ ვუყურებ და წარმოვიდგენ, ვითომ ეს პური შოკოლადია...“ - პატარა აკაკი შიმშილობს, დადამისი კი ავად არის...
„ჩემი საყვარელი თამაშია, პურის ნაჭერს რომ ვუყურებ და წარმოვიდგენ, ვითომ ეს პური შოკოლადია...“ - პატარა აკაკი შიმშილობს, დადამისი კი ავად არის...
შეგროვებულია
397 ₾

დონორი
35
როდესაც დედიკოს რამეს ვთხოვ და ვტირი , მეუბნება, რომ სასწაულები ხდება მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის! ჩვენ კი, ღარიბები ვართ! დეიდა, შენ ხომ არ იცი, რატომ ვართ ღარიბები?
როდესაც დედიკოს რამეს ვთხოვ და ვტირი , მეუბნება, რომ სასწაულები ხდება მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის! ჩვენ კი, ღარიბები ვართ! დეიდა, შენ ხომ არ იცი, რატომ ვართ ღარიბები?
შეგროვებულია
405 ₾

დონორი
14
საბა ყველაზე უბედური ბიჭია მთელს დედამიწაზე!
საბა ყველაზე უბედური ბიჭია მთელს დედამიწაზე!
შეგროვებულია
656.5 ₾

დონორი
10
ამ ბედნიერი ქართველი ბავშვების ღიმილი ჩერნოვეცკის ფონდის საჩუქარია ქველმოქმედებს! შენ ამას იმსახურებ, მეგობარო! ეს შენი ჯილდოა!
ამ ბედნიერი ქართველი ბავშვების ღიმილი ჩერნოვეცკის ფონდის საჩუქარია ქველმოქმედებს! შენ ამას იმსახურებ, მეგობარო! ეს შენი ჯილდოა!
შეგროვებულია
1,567.91 ₾

დონორი
134

ბავშვების ახდენილი სურვილები

ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ლიზი: ნახე, ახლა დავბზრიალდები და ჩემი კაბაც "პრინცესულად" გაიშლება. ლამაზი ვარ, არა? კაბაც ვარდისფერია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ახლა, სულ ამ კაბით ვივლი! ვაშა-ა-ა-ა! ლიზი ბედნიერია! და ლიზის ყველანი უყვარხართ! აი აქ, გულში!
შეგროვებულია
235.6 ₾

დონორი
28
ანგარიში
ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!
ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!
თამარი: ახლა, ამ ლამაზ კაბებს და ფეხსაცმელს ჩავდებ ჩემს ლოგინში და მთელი ღამე ჩავიკრავ გულში! ნახეთ, რა სილამაზეა! საინტერესოა, ვინ აარჩია და იყიდა ჩემთვის? ალბათ, მასაც გოგონა-შვილები ჰყავს. - ჩვენ ყველა შენი სურვილი ავასრულეთ. ახლა მითხარი, კიდევ რა გინდა? თამარა: ლამაზი ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომი, სკოლისთვის. მერე, კიდე გეტყვი!
შეგროვებულია
245.15 ₾

დონორი
27
ანგარიში
ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ლიზის! ის თქვენ გიღიმით! გახსოვს, ჩემი თოჯინა რას ჰგავდა, ძაღლმა რომ დაგლიჯა? მერე საერთოდ დავკარგე და ვტიროდი. ახლა კი... ღმე-ე-ერთო ჩე-ე-ე-ემო! რამდენი სათამაშო გვაქვს! რამდენი ლამაზი სათამაშო! არც კი ვიცი, როგორ ვითამაშო ამდენით ერთად. მაგრამ, არა უშავს, მე და ჩემი დები უცებ გავარკვევთ. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენთვის ახალი სათამაშოები არ დაენანა და გაგვახარა ასე ძალიან!
შეგროვებულია
248.31 ₾

დონორი
22
ანგარიში
პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!
პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!
სალომე: მე ყველაზე ჩასახუტებელი დათუნია მყავს, შენც კარგი გოგო ხარ, მაგრამ ასეთი ფუმფულა - არა. - თოვლის ბაბუას რას სთხოვდი სალომე? სალომე: პლანშეტს ვთხოვდი, რომ დათუნიასთან ერთად მულტფილმებს ვუყურო. *** მადლობა მეგობრებო, რომ არ დატოვეთ სალომე მეგობრის გარეშე. ღმერთმა აგისრულოთ ყველა კეთილი სურვილი. ზუსტად ვიცით, რომ ასეც იქნება. ნახეთ, როგორ ჩააფრინდა თავისი პაწაწუნა ხელებით ახალ მეგობარს. ახლა ისინი სულ ასე იქნებიან.
შეგროვებულია
249 ₾

დონორი
8
ანგარიში
თამარი
თამარი "სუყველას" სათამაშოებით ითამაშებს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა თამარს! ის თქვენ გიღიმით! ოჯახში თამარი ყველაზე პატარაა, მას ჰყავს სამი უფროსი და და ორი ძმა. მან არ იცის, რას ნიშნავს "არა". აქვს ყველა სათამაშოს აღების, ყველა კაბის ჩაცმის და ყველა მანქანით თამაშის უფლება. სხვები ამის გამო, უფროსებისგან შენიშვნას იღებენ, თამარი კი ნამდვილი პრინცესაა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს!
შეგროვებულია
251 ₾

დონორი
11
ანგარიში
ნინოს სამი სურვილი აუსრულდა!
ნინოს სამი სურვილი აუსრულდა!
ნინო: ასეთი ახალი და ლამაზი ნივთები ოჯახში ჯერ არ გვქონია. მე 11 წლის ვარ და ახალი და ლამაზი ფეხსაცმელი არასდროს მქონია, ჩანთებიც. ერთი გთხოვეთ და ორი მომიტანეთ! ხოლო ტელეფონი რომ მაჩუქეთ, დღემდე არ მჯერა! - კიდევ რა სურვილები დაგრჩა, ახალ წელს რომ ინატრებდი? ნინო: როგორ ფიქრობთ, ჩემსავით დიდი გოგოსთვის ველოსიპედზე ოცნება შეიძლება? ბავშვობიდან ვოცნებობ მასზე.
შეგროვებულია
252.2 ₾

დონორი
35
ანგარიში
მოდების ჩვენება ულამაზესი გოგონასგან!
მოდების ჩვენება ულამაზესი გოგონასგან!
მილენა: ასე დაჯექი, მუსიკა ჩართე, ახლა, მოდების ჩვენებას მოგიწყობ! იმდენი ახალი ტანსაცმელი მაქვს! კაბები, თბილი ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი! ეს ყველაფერი სულ ახალია და მხოლოდ ჩემი! არასდროს მქონია ისეთი ტანსაცმელი, ზუსტად რომ მომერგოს - ყველაფერი მქონდა ან პატარა, ან ძალიან დიდი. ეს კი, ნახე, თითქოს მხოლოდ ჩემთვისაა შეკერილი. არც მიჭერს, არც საფრთხობელასავით არის ჩამოჩაჩული! სიგიჟემდე მიყვარს ეს ყვავილებიანი კაბა და ეს ბეწვიანი ქუდი. დედა მეუბნება, რომ ფიფქიას ვგავარ! შენ როგორ ფიქრობ? ალბათ, ყველას მოვეწონები ახლა!
შეგროვებულია
258.86 ₾

დონორი
27
ანგარიში
„ათასმილიონ“ მადლობას გეუბნებით ყველას!
„ათასმილიონ“ მადლობას გეუბნებით ყველას!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ბარბარე: ერთი, ორი, სამი, რვა... ათი... უკვე სათვალავიც კი ამერია! შეხედე! ამდენი სილამაზე თუ გინახავს ერთად? ალბათ, მხოლოდ მაღაზიაში! ახლა, ჩემს ახალ საწოლს შეხედე, სადაც ეს ლამაზი კაბები, ქურთუკები და სვიტერები დევს - ჩემია ეს ყველაფერი! არც დახეულია და არც არავის სცმია - სულ ახალია! გესმის? პირდაპირ მაღაზიიდან! იარლიყებიც კი ჰქონდა! არც კი მჯერა! ყველას გეუბნებით დიდ მადლობას - იმდენს რამდენი ახალი ტანსაცმელიც მაქვს - „ათასმილიონს“!
შეგროვებულია
266 ₾

დონორი
26
ანგარიში
სიზმარში ვხედავ, გოლები როგორ გამაქვს და ყველა ჩემს სახელს ყვირის!
სიზმარში ვხედავ, გოლები როგორ გამაქვს და ყველა ჩემს სახელს ყვირის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნიკა: გო-ო-ო-ოლ!!! ვერც კი წარმოიდგენთ, რა მოხდა! ჩემი ოცნება ახდენას იწყებს! ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბურთი და ფორმა მაქვს! ეს წარმოუდგენელია, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ გამოვხატავ! უკვე, ნამდვილ ფეხბურთელად ვგრძნობ თავს! სიზმარში, ჩემს თავს მოედანზე ვხედავ, გოლები გამაქვს და ყველა ჩემს სახელს ყვირის! ახლა, ბურთი მაქვს, რომ ვივარჯიშო და ყველზე მაგარი ფეხბურთელი გამოვიდე! თქვენი წყალობით, ჩემი ოცნების ახდენას მივუახლოვდი. ბევრს ვივარჯიშებ ამ ბურთით და ფორმით, ვუყურებ და ვისწავლი, როგორ თამაშობენ ნამდვილი ვარსკვლავები. მხარდაჭერა ვიგრძენი და ახლა, საკუთარი თავის მჯერა. ახლა, ზუსტად ვიცი, რომ პატარა ნიკოლოზსაც შეუძლია დიდი ფეხბურთელი გამოვიდეს!
შეგროვებულია
281 ₾

დონორი
7
ანგარიში
ბარბის თოჯინაზე და სათამაშო სამზარეულოზე ვოცნებობ, თორემ ბარბარე მშიერი დარჩება!
ბარბის თოჯინაზე და სათამაშო სამზარეულოზე ვოცნებობ, თორემ ბარბარე მშიერი დარჩება!
„წარმოგიდგენია! რა ვიცოდი, რომ ამქვეყნად არსებობს ასეთი ლამაზი თოჯინები! შენ იცოდი? ღმერთო! რა ლამაზები არიან! ახლა, მე და ჩემს დაიკოს ნამდვილი ოჯახი გვეყოლება! შეხედე: დედა, მამა და შვილები! სიხარულით მთელი ღამე არ დამეძინება! სულ თოჯინებით ვითამაშებ! რა ბედნიერებაა! სხვებსაც აქვთ ასეთი თოჯინები? თუ მხოლოდ ჩვენთვის დაამზადეს? თქვენ შეუკვეთეთ ჩვენთვის, არა? დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში არავის აქვს ასეთი ლამაზი თოჯინები! როგორ შეშურდებათ ჩემს მეგობრებს. ისინი ხომ, თავიანთი თოჯინებით არ გვათამაშებდნენ. ჩვენ უნდა ვათხოვოთ? შენ როგორ ფიქრობ?!“ აი, რამდენიმე თოჯინამ, რამხელა ბედნიერება აჩუქა მათ! წარმოგიდგენიათ, ვინ ხართ თქვენ მათთვის? თქვენ ამ ბავშვებს თოჯინები კი არა, მთელი სამყარო აჩუქეთ. თქვენ მათ აჩუქეთ რწმენა და იმედი.
შეგროვებულია
287 ₾

დონორი
9
ანგარიში
ჯადოსნური „კალაქა“, კანფეტების საყიდლად რომ ვიარო! რა ბედნიერებაა!
ჯადოსნური „კალაქა“, კანფეტების საყიდლად რომ ვიარო! რა ბედნიერებაა!
ბარბარე: მალე ტარებას ვისწავლი და მერე „კუკას“ ჩავსვამ ამ „კალაქაში“. მერე, თუ რამეა, შენც. მაგრამ შენ არ ჩაეტევი. შეხედე, რამხელაა! გამიტეხავ, მე კი, „მიკალს“ ჩემი „ველისაპეტი“. - ესე იგი, მოგეწონა საჩუქარი? ბარბარე: ძალიან! შენ რა, არა? მაგრამ, მაინც არ გათხოვებ. მხოლოდ ჩემია!
შეგროვებულია
287.31 ₾

დონორი
31
ანგარიში
ენა ჩამივარდა, ეს უმაგარესი გიტარა რომ დავინახე
ენა ჩამივარდა, ეს უმაგარესი გიტარა რომ დავინახე
ბიძინა: თითქოს, დიდი ბიჭი ვარ უკვე, მაგრამ ეს გიტარა რომ დავინახე, სიხარულისგან ვხტუნაობდი! ერთი წამითაც არ ვუშვებ ხელიდან, ვსწავლობ აკორდებს, სიმღერებს... სიგიჟემდე მიხარია. ასეთზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერ ვამბობდი. ჩვენ ხომ, სახლი დაგვეწვა და გიტარისთვის ვის სცალია! თქვენ კი, ჩემს გულში ჩაიხედეთ და სანუკვარი ოცნება ამიხდინეთ. თუ, დედაჩემმა გითხრათ? ძალიან დიდი მადლობა! უზომოდ გამახარეთ!
შეგროვებულია
290.16 ₾

დონორი
35
ანგარიში