ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადრე, მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ძამიკოსთვის ყიდულობდნენ ყველაფერს, ახლა კი...

ადრე, მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ძამიკოსთვის ყიდულობდნენ ყველაფერს, ახლა კი...

შეგროვებულია:
338 ₾
(დონორი: 10)

 ლიზი: როდესაც ეს ლამაზი ველოსიპედი ჩვენს ოთახში შემოიტანეს, მართლა არ მეგონა, ჩემთვის რომ იყო! ჩემი ძმის მეგონა. ძალიან დიდი ხანია საჩუქრები არ მიმიღია - ასეთი ხომ, საერთოდ! თქვენ კი, სურვილი ამისრულეთ!  ძალიან ბედნიერი ვარ! ყველგან ვივლიდი ველოსიპედით, სკოლაშიც, თქვენთან თბილისშიც კი ჩამოვიდოდი, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ასე არ შეიძლება.

 - კიდევ თუ გაქვს სანუკვარი სურვილი?

 ლიზა: კი, ერთი დამრჩა. მოდით, "მოვიოცნებებ", რომ დაბადების დღეზე ტელეფონი მაჩუქონ. 9 წლის გავხდები 20 მარტს. თუ, მხოლოდ ათი წლიდან შეიძლება ტელეფონი? არადა, ძალიან მინდა... აი, ძალიან, ძალიან ძალიან!