ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადამიანად ვიგრძენი თავი

ადამიანად ვიგრძენი თავი

დაბადების დღე: 09.10.1971
შეგროვებულია:
613 ₾
(დონორი: 21)

რაზე უნდა იოცნებოს ცოცხალმა მკვდარმა?

 მამუკა: მკვდრებისგან მხოლოდ ის განმასხვავებს, რომ ისინი ცივ მიწაში წვანან, მე კი უკვე 20 წელზე მეტია, ჩემს ძველ საწოლში, ამ გაყინულ ოთახში ვწევარ, არავის აქვს ჩემი დარდი. რომ არა მოხუცი დედა, წყლის მომწოდებელიც არავინ მეყოლებოდა. ამქვეყნად არავინ მყავს!

მამა და ორი ძმა გარდამეცვალა, ცოლ-შვილი არ მყოლია - ვერ მოვასწარი ოჯახის შექმნა. დავრჩით ასე, მარტონი მე და დედა. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ, რომ გვამად არ ვიგრძნო თავი, არის ადამიანებთან ურთიერთობა ტელეფონის ან ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით. სამწუხაროდ, ტელეფონი არ მაქვს და ტელევიზორიც სულს ღაფავს. ეს თუ „მოკვდა“, ნამდვილად ვეღარ მივხვდები, ცოცხალი ვარ თუ არა.