ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!

ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!

შეგროვებულია:
370.11 ₾
(დონორი: 34)
თამარი: ეს ორი უზარმაზარი ტანსაცმლით სავსე ჩანთა - ეს ყველაფერი ჩემთვისაა? მთელი მაღაზია მოიტანეთ? სხვა ბავშვებისთვის თუ დარჩა რამე? მე ხომ, ამდენი არ მითხოვია! ერთი ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი მჭირდებოდა, თქვენ კი, ამდენი მომიტანეთ! ეს სასწაულია!
           - ბედნიერი ხარ?
           თამარი: ბედნიერი კი არა, ახლა, სიხარულისგან ყვირილი მინდა! თქვენ რომ წახვალთ, ყველაფერს გავისინჯავ. მერე კი, ეზოში გავალ და მამაჩემს ვაჩვენებ, ის ახლა ღრუბელზე ცხოვრობს. ძალიან გაუხარდება, მისი გოგო ასეთი ლამაზი რომ იქნება!
           - რას ეტყოდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო შენს "სიბედნიერეში"?
          თამარი: ვეტყვი, რომ ყოველთვის იყვნენ ყველაზე ბედნიერები - ისეთი, როგორიც ახლა მე ვარ! და რომ მათ ყოველთვის ჰქონდეთ ბე-ე-ე-ევრი ახალი და ლამაზი ტანსაცმელი.