ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პლანშეტი ბიჭისთვის რომელსაც არ სჯერა სასწაულების

პლანშეტი ბიჭისთვის რომელსაც არ სჯერა სასწაულების

შეგროვებულია:
545.4 ₾
(დონორი: 21)

- საბა, როგორ ხარ, რით გაგვახარებ?

საბა: რავი, ყველაფერი ძველებურადაა... რა შეიცვლებოდა? 

- იქნებ სურვილები შეგეცვალა, ოცნებები? 

საბა: არაფერი იცვლება. სურვილები ხომ ყველას არ უსრულდება. აი, დედიკოს სულ ვეკითხები: რატომ ხდება ისე, რომ ზოგ ბავშვებს ყველაფერი აქვთ - ტელეფონები, პლანშეტები, სატამაშოები, კანფეტები, ველოსიპედები, ფეხსაცმელები... და ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია? დედიკოს პასუხი არ აქვს. 

- ვხედავ, ძალიან გულნატკენი ხარ. ახლა რა გაგაბედნიერებდა ყველაზე მეტად? აი წარმოიდგინე, ინატრე და უცებ შენი ნატვრა შენტან გაჩნდა. 

საბა: 100 პროცენტით გაჩნდება? აი არც კი ვიცი. არა, ვიცი! პლანშეტი! უჰ, რამდენს ვითამაშებდი! ვისწავლიდი, წიგნებსაც წავიკითხავდი, დავხატავდი... ეეე, კარგი რა, ეს ხომ „არარსებულია“

- იქნებ „არსებულია“? მოდი მოვილაპარაკოთ, თუ ეს სურვილი აგიხდა, „ყურებს არ ჩამოყრი“ და ოცნებას გააგრძელებ, ყველაზე „არარსებულზეც“ კი - კარგი?

საბა: კაი, დაკა ხელი!