ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდმა თავისი სიყვარული გამინათა ის წყვდიადი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკარგული!

ფონდმა თავისი სიყვარული გამინათა ის წყვდიადი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკარგული!

შეგროვებულია:
814.5 ₾
(დონორი: 49)

 უსახლკაროდ დავრჩი, საკუთარმა ოჯახმა ქუჩაში გამომაგდო, პურის ერთ ნაჭერს მთელი დღე ვიზოგავდი, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი და ყოველდღიურად დამემეტკიცებინა ყველასთვის, რომ მეც - უსინათლო ქალს, მქონდა ღირსეული ცხოვრების უფლება - მოკლედ თუ ვიტყვით, ჩემი ცხოვრების ისტორია ასე ჟღერს. რაღაც მომენტში, ჩემი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ოჰ, როგორ შეუძლია სიღარიბეს და მარტოობას გატეხოს ადამიანი! ღმერთო, არ მინდა იმ შავბნელი დღეების გახსენება... მერე კი, თქვენ გამოჩნდით.
         იმის თქმა, რომ ჩერნოვეცკის ფონდი უბრალოდ დამეხმარა, არაფრის თქმას ნიშნავს! თქვენ ყველაფერი გააკეთეთ და უფრო მეტიც, იმისთვის რომ მე მქონდა ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა, საკვებიდან დაწყებული და მობილური ტელეფონით დამთავრებული. დამიმტკიცეთ, რომ მე, ბავშვობიდან უსინათლო გოგონა დიანა, რომელიც არავის სჭირდებოდა, ახლა, ის ადამიანი ვარ, რომელიც იმსახურებს მზრუნველობას და ყურადღებას. თქვენთან ერთად აღმოვაჩინე სხვა სამყარო, სადაც არიან გულკეთილი და მზრუნველი ადამაინები, თქვენი სიყვარულით გამინათეთ წყვდიადი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკარგული!
         მადლობას გიხდით ყველაფრისთვის! არასდროს მომბეზრდება ამის გამეორება თქვენთვის!
***
         მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
          ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
          და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.