ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო

თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო

შეგროვებულია:
912.25 ₾
(დონორი: 47)
პატარა სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ, ღირსეულად რომ მოვკვდე, და არა ბინძური მაწანწალასავით.

ჯუმბერი: ჩემი საყვარელი მეუღლე რომ გარდაიცვალა, თან ყველაფერი წაიღო: ჩემი გული, სული, ჯანმრთელობა, თვალის ჩინი. ან რაში მჭირდება თვალები თუ ჩემ ტანუშას ვერასდროს ვნახავ?

- ისე საუბრობთ თქვენს მეუღლეზე, თქვენთან ერთად მეც ავტირდები... ასე ძალიან გიყვარდათ?

ჯუმბერი: მიყვარდა? არა! მე მას ვაღმერთებდი. ეს ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია, აი ასე ვიმნე რომ შეგიყვარდება. მერე მარტო რომ რჩები ცხოვრებას ვეღარ აგრძელებ.

- ალბათ ბევრჯერ გინატრიათ, მის მაგივრად თქვენ წასულიყავით, არა?

ჯუმბერი: მიფიქრია, მაგრამ ჩემს გარეშე მარტო როგორ იქნებოდა? წარმოვიდგენ როგორ იდარდებდა და ვხვდები, რომ ჯობია ისევ მე ვიტანჯო. ცოცხალი სანამ იყო არც არაფერზე მიოცნებია. ჩემი ახდენილი ოცნება იყო ჩემი ტანუშა, რაღაზე უნდა მეოცნება?

- ახლა ოცნებობთ რამეზე?

ჯუმბერი: მხოლოდ მასთან ჩახუტებაზე.

- იქნებ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებით შევძლოთ თქვენი ცხოვრების გაიოლება?

ჯუმბერი: ყველაზე მეტად სარეცხის რეცხვა მკლავს. მაგრამ სარეცხ მანქანაზე როგორ შეიძლება ვიფიქრო, როცა პენსია წამლებზე და საკვებზე არ მყოფნის?