ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!

რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!

შეგროვებულია:
828.5 ₾
(დონორი: 57)
ჩემი ოცნებაა, რამდენიმე დღე მაინც, ჩვეულებრივი ადამიანის, და არა მაწანწალა ძაღლის ცხოვრებით ვიცხოვრო.

მანანა: ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სატანჯველია. ავადმყოფობა, ტკივილი, გაჭირვება. მიმოიხედეთ, ხედავთ სად ვცხოვრობ? სახლთან მოსასვლელი გზაც არ არსებობს. რამე რომ მომივიდეს, ალბათ ვერც მიპოვიან. აი ასე ველოდები სიკვდილს. ან შიმშილი მომკლავს ან ტკივილი. ყველაფერი მტკივა, ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ კიბო მჭირს მე კიდევ ექიმტან წასასვლელი ფულიც არ მაქვს. მალე დავიღლები, დავწვები და დაველოდები სიკვდილს.

– გახსოვთ თავი ბედნიერად და კარგად როდის იგრძენით ბოლოს?

მანანა: ოჯახი მყავდა. მქონდა მომავლის იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ასეთ სიბერეს ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენდი. მართალია დალხენილად არასდროს გვიცხოვრია, ქმარსაც ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ოჯახი გვერქვა და ბავშვებსაც ვზრდიდით. როცა ის გარდაიცვალა, როგორც კი დავასაფლავე? თითქოს ყველაფერი კარგი ჩემი ცხოვრებიდან თან წაიღო მიწაში და მას შემდეგ არც გამიხარია.

- ახლა რამეზე ოცნებობთ?

მანანა: ალბათ ადამიანურ ყოფაზე. პროდუქტები რომ მქონდეს, წამლები. ნორმალურ პირობებში რომ ვცხოვრობდე, ალბათ ამაზე მეტს მაინც ვერ გეტყოდით.