ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდის სახით მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახი შევიძნეთ...

ფონდის სახით მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახი შევიძნეთ...

შეგროვებულია:
691.79 ₾
(დონორი: 30)
ნეტავ ყველა დედას ჰყავდეს ასეთი შვილი! და რაოდენ მწარეა მათი ხვედრი: მოხუცი და სნეული კაცი, წლებია ხელით ატარებს მის 97 წლის დედას! წარმოგიდგენიათ, როგორი შვილია?!       დავუდგეთ მხარში! ეს ხომ მხოლოდ მისი დედა კი არა, ღვთის დედაა, რომელმაც თავისი სიყვარულით ამისთანა შვილი დაიმსახურა!

გალაქტიონი: დედაჩემი 97 წლისაა. ის საწოლიდან ვეღარ დგება, თავისით ვერ ჭამს. 1 წლის წინ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში შეუძლოდ იყო. გადატანილი ინსულტების შემდეგ ვერ დადიოდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. მე მას ვუვლიდი და დედაჩემიც, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა. როცა ჩემი ცოლი გარდაიცვალა, დედამ ძალიან განიცადა და მას შემდეგ საწოლიდან ვერარ ადგა. ძალიან მიმძიმს იმის თქმა, რომ გვიჭირს, არ ვარ ჩვეული სხვის იმედად ყოფნას, მაგრამ სხვა გამოსავალი ახლა ნამდვილად აღარ მაქვს. მუშაობით, მე ვერ ვმუშაობ, ხოლო პენსია საკმარისი არ არის, რომ ჩავარდნილ დედას მოვუარო.

- ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდით, არა?

გალაქტიონი: რას ამბობ, ალბათ სამყაროში ყველაზე ბედნიერი და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი ვიყავი. ყველაფერი მქონდა - საუკეთესო მშობლები, ყველაზე ლამაზი და კეთილი ცოლი, სამსახური - რომელიც მიყვარდა, სახლი, მეგობრები. მაგრამ მერე ყველაფერი ჩამომენგრა თავზე. მეუღლე ავად გახდა, სახლი წაგვართვეს, სამსახური დავკარგე - მეუღლეს მე ვუვლიდი. მამა გარდაიცვალა, დედაც ავად გახდა და ასე გადავიქეცი ჩემი საყვარელი გოგოების მომვლელად და ძიძად.

- ალბათ რა ძნელი იყო ამ ყველაფრის გაძლება.

გალაქტიონი: ფიზიკურად არა, მაგრამ მორალურად ამან გამანადგურა. მე ცოცხალი ვარ და თან მკვდარი შინაგანად. მზად ვარ ქუჩაში მოწყალება ვითხოვო, დედას წამლები, საჭმელი და პამპერსი რომ არ გაუთავდეს.

- მითხარით, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი იყავით. ახლა ძველი გალაქტიონისგან რამე შემოგრჩათ?

გალაქტიონი: შემიძლია სასაცილო ამბავი მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, გაგიღიმოთ... მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. ჩემი გული და სული მუდამ ტირიან.

- შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, რომ თქვენმა სულმა გაიღიმოს?

გალაქტიონი: თუ დამეხმარებით პროდუქტით და წამლებით და პამპერსით - ბედნიერი ვიქნები. მეტი მართლა არაფერი მინდა.