ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!

გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!

შეგროვებულია:
773.4 ₾
(დონორი: 48)

გამარჯობა, ჩემო მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერო და კეთილო ადამიანებო! თითქმის მთელი საუკუნეა ვცხოვრობ, როგორ ფიქრობთ, რამდენი რამის გადატანა მომიხდა? სხვადასხვანაირი ადამიანები შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის მწამდა, რომ კარგი ადამიანები მეტია! იქნებ, სწორედ ამ რწმენით დავიმსახურე ის, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ჩემი მძიმე ცხოვრებით დაინტერესდა, იზრუნა ჩემზე, დამეხმარა ყველაფრით, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა... თითოეული თქვენგანი, ვინც გულგრილი არ არის სხვა ადამიანების ტკივილის მიმართ ღვთის რჩეულია... დამიჯერეთ, ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც! გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!
***
         მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
          ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
          და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.