ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ, რადგან თქვენისთანა კარგი მეგობრები მაჩუქა!

ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ, რადგან თქვენისთანა კარგი მეგობრები მაჩუქა!

შეგროვებულია:
806 ₾
(დონორი: 40)

გინდათ გულწრფელად გითხრათ? კი, უფეხო მოხუცი ვარ, მაგრამ აზროვნების უნარი და სინდისი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს! ჩემი მეუღლე, როგორც იტყვიან, მიწევს ხელ-ფეხის მაგივრობას... სრულიად უმწეო ვარ მის გარეშე. ასე რომ, თქვენ ფრთები აჩუქეთ ჩემს მფარველ ანგელოზს! როგორ იღლებოდა, საბრალო, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ჩემს ტანსაცმელს ცივ წყალში რეცხავდა. მე კი, თავს  დამნაშავედ ვგრძნობდი, ვფიქრობდი, თავადაც არ ვცხოვრობ და მასაც ვაწვალებ. ჩუმად ოცნებაღა დამრჩენოდა... სარეცხ მანქანაზე როგორ უნდა გვეფიქრა, როცა ხანდახან, პურის ფულიც კი არ გვაქვს... ბედნიერი ვარ? სიხარულის ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, ამ სიკეთისა და მზრუნველობისთვის, ამინ!