ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!
ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!
შეგროვებულია:
1,369.7 ₾
(დონორი: 44)

ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!

ცივ მიწაში გაყინვას ისედაც მოვასწრებ...ახლა კი, თბილ საწოლზე ვოცნებობ, საბანში რომ გავეხვიო და არ ვიფიქრო იმაზე,  რომ სიცივისგან შეიძლება სუნთქვა შევწყვიტო
ანზორი: საშინელი სიზმარივით მეშინია ზამთრის! ვიყინები! გაყინვას ცივ მიწაშიც მოვასწრებ, ახლა კი, თბილ საწოლზე ვოცნებობ, საბანში რომ გავეხვიო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიცივისგან შეიძლება შევწყვიტო სუნთქვა. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიბერე მელოდა?
- ალბათ, ბევრ რამეს ნანობთ? რას შეცვლიდით ცხოვრების ხელახლა დაწყება რომ შეგეძლოთ?
ანზორი: წვრილმანებზე არ ვიდარდებდი. რაც მინდოდა, ყველაფერს გავაკეთებდი და არ გავაკეთებდი იმას, რაც არ მინდოდა. ვიმოგზაურებდი და ვნახავდი მსოფლიოს! სიბერეში ხომ არაფერი გვრჩება, მოგონებების გარდა.
- ახლა რაზე ოცნებობთ?
         ანზორი: მინდა, მედიკამენტები, საჭმელი რომ მქონდეს. ოჰ, ახლა ცხელ წვნიანს მივირთმევდი, მერე ჩაის დავლევდი, დედაჩემის გამომცხვარ ორცხობილას მივაყოლებდი თან. მერე, თბილ საწოლში ჩავწვებოდი, ტელევიზორს ჩავრთავდი, ვნახავდი რა ხდება ქვეყანაზე და დავიძინებდი. ტკბილად, როგორც ბავშვობაში... მაგრამ ახლა, არაფერი გამაჩნია, რაც ჩამოვთვალე. უფრო სწორად, მხოლოდ ადუღებული წყალი და ჩაის ფერი, რომელსაც უკვე ერთი კვირაა ვიყენებ. ეჰ...

მეგონა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეები იყო და ეს ზამთარიც ბოლო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორ გავუძლებდი ამ ყინვებს? ავადმყოფი, მშიერი, გაყინული, არავის ვჭირდებოდი... როგორ ამბობენ? ერთი ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ ჰყავსო? აი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ვფიქრობდი, იყოს ასე! რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო?! აღარც მახსოვს, ბოლოს საახალწლოდ როდის მქონდა კარგის მოლოდინი... მთელ მსოფლიოს რაღაც უხარია, მე კი, ისევ ისე ცუდად ვარ, როგორც გუშინ და ხვალაც ასე ვიქნები... მაგრამ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, დამიბრუნეთ ეს სიხარული, ისე იზრუნეთ ჩემზე, როგორც ეს მხოლოდ დედას შეუძლია: დამაპურეთ, გამათბეთ და თბილი სიტყვებით გამამხნევეთ... მაცივარზე, გამათბობელზე, წამლებზე, საკვებზე ოცნებასაც ვერ გავბედაბდი! მადლობა, მადლობა, გენაცვალეთ! ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, ეს ზამთარი უკანასკნელი არ იყოს ჩემთვის!..
***
         მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
          ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
          და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help