ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს მანქანას ღამითაც არ გავუშვებ ხელს

ჩემს მანქანას ღამითაც არ გავუშვებ ხელს

შეგროვებულია:
149.05 ₾
(დონორი: 10)
მინდა, ბევრი ვჭამო. მაშინ, უფრო მალე გავიზრდები დიდი და ძლიერი, და ვეღარავინ მაწყენინებს!
        - შენი აზრით, რატომ გაბრაზებენ?
        გიორგი (6 წლის): იმიტომ, რომ ღარიბები ვართ. იმიტომ, რომ არაფერი გვაქვს. სხვა ბავშვებს კი, ყველაფერი აქვთ! ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც ჩამარტყას. მე კი, ვერ ვპასუხობ... ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ულამაზოა, მე კი ვერ ვიცავ...
გიორგი: იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად, ბევრი საჭმელი გვქონდეს, გავსუქდეთ და გავიზარდოთ. მერე, ბევრს ვივარჯიშებდი, უშველებელი გავხდებოდი და ყველას მოვერეოდი, ვინც მე და ჩემს დას ახლა გვაბრაზებს.
         - როგორ ფიქრობ, შეიძლება ამ მდგომარეობის რამენაირად გამოსწორება?
         გიორგი: ალბათ, უნდა დაველოდო. რომ გავიზრდები, ალბათ, ასე ცუდად აღარ იქნება საქმე.
        - ახლა, რა გაგახარებდა ყველაზე მეტად? ისე, რომ ყველა ეს წყენა დაგავიწყდეს?
         გიორგი: არც კი ვიცი. რამე სათამაშო. მაგალითად, „პულტიანი“ მანქანა. იცი, როგორი მანქანაა? ღილაკებს აჭერ, ის კი, „ვჟ-ჟ-ჟ-ჟ-ჟ ვჟ-ჟ-ჟ-ჟ-ჟ“ - ასე დადის. შეგიძლია, ხან იქით მოუხვიო, ხან აქეთ! იცი, რა მაგარია!
       - კიდევ რამეზე ოცნებობ, მანქანის გარდა?
        გიორგი: კი! კიდევ, ძალიან მინდა ველოსიპედი. მეც ვივლიდი და ჩემს დასაც გავასეირნებდი. ვინმე თუ მთხოვს, ვათხოვებ. იქნებ, ასე მაინც დამიმეგობრდნენ ბავშვები?