ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!

ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!

შეგროვებულია:
61 ₾
(დონორი: 7)
არ ჯობდა დედას თოჯინა ჰყოლოდა?! მე ყელში „დანები და ცეცხლი“ მაქვს!
 ანასტასია (6 წლის): იცი, სათამაშოები რომც მომიტანო, გამექცევიან! შეხედე, რა საშინელ სახლში ვცხოვრობ. თოჯინები ხომ პატარები არიან. შეიძლება შეეშინდეთ და გაიქცნენ.
- და შენ თუ ძალიან ძლიერად ჩაეხუტები?
ანასტასია: ერთი თოჯინა რომ მყავდეს, იცი როგორ შემიყვარდება? დედა და მამა ერთად როგორც მიყვარს, ისე. დავბანდი და თმაზე მოვეფერებოდი. გრძელი თმა ექნება? ჩემს თმის სამაგრებს გავუკეთებ. ჩემი შვილი იქნება! აი, როგორც მე ვყავარ დედიკოს! მიხვდი? მე დედიკოსი ვარ! მე კი, თოჯინის დედა ვიქნები. მერე კი, ნამდვილი შვილიც "გამომიჩნდება".
- ახლა როგორ თამაშობ?
ანასტასია: ახლა, მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვიჭერთ, ან ვემალებით. მაგრამ, ეს არ არის საინტერესო. არასწორად თამაშობს და არ მიჯერებს. ჯობდა, დედიკოს თოჯინა გაეჩინა!
- თოჯინის გარდა, იქნებ სხვა ოცნებებიც გაქვს?
ანასტასია: დიახ! ბევრი ლამაზი „კაბები“ მინდა. „წითელი ფერი“ და „მწვანე ფერი“ და „ცისარტყელას ფერი“. ოჰ, გამახსენდა, კინაღამ დამავიწყდა! ჩიფსები, კოკა-კოლა და ტკბილეული მინდა! ისე, რომ მე ვჭამო, ვჭამო, ვჭამო და სულ მქონდეს!