ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!

ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!

შეგროვებულია:
61 ₾
(დონორი: 7)
ანასტასია: ეს თოჯინა როგორც კი დავინახე, მაშინვე შემიყვარდა! შეხედე, რა ლამაზია! ისეთივე თმა აქვს, როგორც მე! და ისეთივე თვალები! ღმერთო ჩემო! ასეთი ლამაზი თოჯინა არასდროს მინახავს!
        -რას დაარქმევ?
        ანასტასია: ტასოს! ჩემი დედიკო მეძახის ასე და ძალიან მომწონს. დიდი მადლობა! მადლობა ყველას, ვინც მაჩუქა. ასეთი სილამაზე არასდროს მქონია. ტასო ყველაზე ლამაზია ჩვენს სახლში! გპირდები, კარგად მოვუვლი. თმას დავვარცხნი და ვაბანავებ. ჩემს საწოლში დავაძინებ, მარტოს რომ არ შეეშინდეს. ოღონდ, სასეირნოდ არ წავიყვან, თორემ ვინმეს მოეწონება და შეიძლება ჭუჭყიანი ხელით შეეხოს!