
ეს სპაიდერმენის საბანი მართლა ჩემთვის შეკერეს?
შეგროვებულია:
81.4 ₾
(დონორი: 17)
ეს სპაიდერმენის საბანი მართლა ჩემთვის შეკერეს?
მინდა, რომ საწოლში ბეტმენი და სპაიდერმენი მელოდებოდნენ!
სანდრო: სულ იმაზე ვფიქრობ, რა ვჭამო! შემიძლია 200 ხინკალი შევჭამო და არ გავსკდე! არ გჯერა? მომიტანე და გაჩვენებ.
- სულ მარტო შეჭამდი?
სანდრო: კარგი, შემიძლია ერთი ცალი მოგცე, მხოლოდ ერთი. და მეტი არ მთხოვო.
- საჭმლის გარდა, არის კიდევ რამე, რაც გაგაბედნიერებდა?
სანდრო: კი! თუ საწოლში, რკინის რაღაცეები გვერდებში არ შემერჭობა და იქ, ბალიშებზე და საბანზე სხვადასხვა გმირი იქნება დახატული: სპაიდერმენი, ჰალკი, ან ბეტმენი. ვიცი, არის ასეთები და მინდა! მაგრამ, არ მაქვს. და არც მექნება. დედა ამბობს, რომ ამის საყიდელი ფული არ გვაქვს - მხოლოდ პურის.
სანდრო: ეს ვინ დახატა? მართლა ჩემთვის შეკერეს? ჯერ არ გავხსნათ! ისე ვუყურებ, კარგი?
- ბევრმა კეთილმა ქართველმა გაიგო, რომ სპაიდერმენის თეთრეული ძალიან გჭირდებოდა და შეაკერინეს შენთვის.
სანდრო: რა ყოჩაღები არიან, ეს კეთილი ქართველი ადამიანები. რა მაგარია, ეს რომ გააკეთეს! მადლობა!