ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!

თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!

შეგროვებულია:
439.8 ₾
(დონორი: 27)
გახსოვთ, სიკვდილის განდევნა რომ გთხოვეთ? ძალიან ახლოს იყო! სიკვდილს შიმშილისა და ცრემლების მარილიანი გემო ჰქონდა, სიღარიბისა და ჭუჭყის სუნი, ვგრძნობდი, როდესაც სიცივისგან ვიყინებოდი და მეშინოდა, რომ ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა, რომ იმქვეყნად წავედი... არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გადავიტანე, მაგრამ თქვენი წყალობით, ჩემი არსებობა ნამდვილ ცხოვრებას დაემსგავსა... იმდენი გააკეთეთ ჩემთვის, არ ვიცი, რით დავიწყო ჩამოთვლა, პროდუქტებით, მედიკამენტებით თუ ტექნიკით? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მიმიღია ამდენი საჩუქარი! მადლობა ფონდს ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს! თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!
***
         მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
          ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
          და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.