ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!

თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!

შეგროვებულია:
439.8 ₾
(დონორი: 27)
დამეხმარეთ სიკვდილის განდევნაში! ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თქვენც მიპოვეთ, ესე იგი, ჯერ კიდევ ვჭირდები ღმერთს! ხომ ასეა?!
         დოდო: რაზე უნდა იოცნებოს სნეულმა მოხუცმა ქალმა? დაიძინოს და ვეღარ გაიღვიძოს. მაგრამ, რადგან ღმერთი დროს მაძლევს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი სიცოცხლე ჯერ არ დასრულებულა, ხომ ასეა? იქნებ, ჯერ კიდევ ვჭირდები ვინმეს? რადგან მიპოვეთ, რადგან ჩემი უაზრო არსებობით დაინტერესედით, ეს ნიშნავს იმას, რომ ტყუილად არ ვცხოვრობ?
         - რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ და მთელ საქართველოს იმისთვის, რომ თქვენი ხვალინდელი დღე ჯობდეს დღევანდელს?
         დოდო: ჩემს სახლს, უფრო სწორად, დაუმთავრებელ ფარდულს, არც ფანჯარა აქვს და არც კარი. დაძინების მეშინია! მარტო ვიძინებ და რომ ვიღვიძებ, გვერდით ხან მაწანწალა ძაღლი წევს, ან მეზობლის ქათმები სხედან. იმედია, არავინ შემჭამს. შეგიძლიათ, ამაში დამეხმაროთ? ერთხელ დავფიქრდი, რამდენი წელი უნდა ვაგროვო პენსია, რომ შემოსასვლელი კარები მაინც დავაყენო - ამდენ ხანს არც ვიცოცხლებ.
         - კიდევ რას შეაკეთებდით, ფული რომ გქონდეთ?
         დოდო: სახურავს! წვიმის დროს, ჩემს სახლში წარღვნაა! ხანდახან მგონია, რომ ოთახში უფრო მაგრად წვიმს, ვიდრე გარეთ. მაგრამ ვიცი, რომ მარტო ამას ვერასდროს შევძლებ, შვილებიც არ მყავს, რომ მომეხმარონ.
        - ჩათვალეთ, მთელ საქართველოში გეყოლებათ შვილები და შვილიშვილები! შეგიძლიათ მიმართოთ მათ.
       დოდო: ბავშვობიდან ვმუშაობ. ყოველთვის ყველას ვეხმარებოდი, მაგრამ დრო რომ მოვიდა და დახმარება მე დამჭირდა, არავინ დამიდგა გვერდში. მჯერა, რომ ღმერთი მიგზავნის სრულიად უცხო ადამიანებს და ხანდახან, ისინი ნათესავებსა და ოჯახის წევრებზე უფრო მეტად ახლონი ხდებიან.