ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!

ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!

შეგროვებულია:
924.72 ₾
(დონორი: 82)
ნუთუ, შეისმინა ჩემი ლოცვა უფალმა?
ელისო: ცოცხლად ვლპები. ცხოვრებაში ბედნიერება არ მღირსებია. მშობლები გარდამეცვალა, მეუღლეც. ორი გერიც დავასაფლავე. შვილის ონკოლოგიურ დაავადებასაც შევეგუე. სანამ ეს საშინელებები მოხდებოდა, ხარივით ჯანმრთელი ვიყავი. დღედაღამ ვშრომობდი. ჩვენი სოფლის ყველა ყანაში ვარ ნამუშევარი. მერე დამეწყო გულის პრობლემები: ინფარქტი - ოპერაცია, ინსულტი - ოპერაცია. მერე დიაბეტი დამემართა და დავბრმავდი. განგრენა დამეწყო - ფეხის თითები მომკვეთეს. განადგურებული მაქვს ჯანმრთელობა.
- რა საშინელებაა! შეგვიძლია, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?
ელისო: შეხედეთ, არ მაქვს შესასვლელი კარი, არც ნორმალური საწოლი. ვვარდები. ძლივს ვწვები, მერე ძლივს ვდგები. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ყველაფერი როგორ მტკივა. მგონი, უკვე ჯოჯოხეთში ვარ და აღარაფერი მეშველება. და თუ საკვებითაც დამეხმარებით, თქვენთვის მუდამ ვილოცებ. უფალი შეისმენს ჩემს ლოცვებს. ხომ იცით, ღმერთს ჩემნაირი შეჭირვებულების ესმის!