ფონდთან დამეგობრება - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გახდი ფონდის მეგობარი! სიხარულით აივსე გული!
ფონდთან დამეგობრება
ფაილის დართვა:
ნებადართული ფორმატები: doc, docx, xls, xlsx, pdf, txt, jpg, png, rar, zip
წერილი არ მიმიღია

ჩვენო ძვირფასო გამომწერებო! ჩვენ ფონდში გადავწყვიტეთ ჩვენს ვებ-გვერდზე შეგვექმნა ფონდის მეგობრების საზოგადოება, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მათ, ვინც საჭიროდ ჩათვლის ჩვენი ახალი ინიციატივების მხარდაჭერას! დავუმეგობრდეთ რეალურად! და სამუდამოდ! ჩვენ ეს მთელი გულით გვსურს!

და აი, რა მოვიფიქრეთ: (რა თქმა უნდა, ასევე მივესალმებით თქვენს ინიციატივას!)

როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერება, სოციალურ ქსელში მიმოწერის მეშვეობით გავუზიარებთ ერთმანეთს ქველმოქმედების სამყაროს ახალ ამბებს და ასევე, პრობლემებს, რომელსაც ვხვდებით! თქვენ კი, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გაგვიზიაროთ თქვენი ცხოვრების სიახლეები. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებთ! ყოველთვის სიხარულით მოგისმენთ! და შეძლებისდაგვარად, დაგეხმარებით კიდეც... რაც გულისხმობს ამ პრობლემის გამოქვეყნებასაც კი, სოციალურ ქსელში, რათა მთელმა საქართველომ მის შესახებ შეიტყოს! 

რა თქმა უნდა, ყურადღებას გამოვიჩენთ ჩვენი ახალი მეგობრების მიმართ და „ჩავეხუტებით“ მათ: გექნებათ შესაძლებლობა სოციალური ქსელების მეშვეობით გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოგვცეთ რჩევები. ჩვენ კი, გაგვიხარდება თქვენი წარმატებები და გავიზიარებთ თქვენს პრობლემებს. ფონდის ყველა მეგობარს, სურვილის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა უშუალოდ ან ჩვენი მეშვეობით ესაუბროს ერთმანეთს. აქ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ თანამოაზრეებისა და გულთბილი ადამიანების პოვნას!

ასევე, ჩვენი მხრიდან, ყურადღებისა და მეგობრობის სხვადასხვა ნიშნები გელით! 2024 წლის ოქტომბერში, ისრაელში, საახალწლო დღესასწაულზე - როშ ჰაშანა, ჩვენი ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი სამდღიან მოგზაურობაში - იერუსალიმის ექსკურსიაზე დაპატიჟებს 10 ჩვენს ყველაზე აქტიურ მეგობარს, მათ, ვინც თავს წარმოაჩენს ფონდის ამ და სხვა პროგრამებში! ამას გავაკეთებთ საჯაროდ და გავითვალისწინებთ თქვენს აზრს, თუ ვინ დაიმსახურებს ამ მოგზაურობაში წასვლას!

ამ მეგობრული ჟესტით არ შემოვიფარგლებით. წინ კიდევ ბევრი კარგი ამბები გველის!

როგორ შეგვიძლია დამეგობრება"

რა უნდა გააკეთოს გამომწერმა „ფონდის მეგობრის“ სტატუსის მისაღებად:

1. გააზიარეთ რაც შეიძლება მეტი ჩვენი პოსტი, რომელიც ფონდის Facebook გვერდზე ქვეყნდება. განსაკუთრებით, ისეთ სოციალურ პლატფორმებზე, რომელსაც მეტი გამომწერი ჰყავს!

2. უამბეთ 10 საუკეთესო მეგობარს ჩვენი ფონდის შესახებ და მათაც სთხოვეთ Facebook-სა და TikTok-ზე ჩვენი პოსტების გაზიარება! და რა თქმა უნდა, ამის შესახებ შეგვატყობინეთ.

3. ყურადღებით გაეცანით ჩვენს ვებ-ვერდს, მიგვითითეთ შესაძლო უზუსტობებზე ან შემოგვთავაზეთ საკუთარი იდეები, რომელიც თქვენი აზრით, უფრო კრეატიული იქნება.

4. შეარჩიეთ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ან მარტოხელა მოხუცი, რომელიც თქვენს მეზობლად ცხოვრობს, პირობა დადეთ, რომ თვეში ერთხელ მაინც მოინახულებთ ამ საბრალო ადამიანებს და შეძლებისდაგვარად, დაეხმარებით მათ სიტყვიერად ან სხვა რაიმე ხერხით, ამ გასაჭირთან გამკლავებაში! და რა თქმა უნდა, უამბეთ ამის შესახებ ჩვენი ფონდის თანამშრომლებს ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

5. შეარჩიეთ 10 ადამიანი ან ოჯახი, რომელსაც თქვენი თვალსაზრისით, ყველაზე მეტად უჭირს და შეგვატყობინეთ, როგორ შეგვიძლია გავუწიოთ მათ დახმარება! გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით:

6. გაუზიარეთ ჩვენს გამომწერებს ისტორია, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე სევდიანია. ამბავი, რომელიც გადაგხდათ ცხოვრებაში, იმ ადამიანების, ვისზეც წერთ როგორ დაეხმარეთ პრობლემების გადაჭრაში. გამოგვიგზავნეთ სიუჟეტი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ხერხით, რის შემდეგაც ფონდის მეგობრის ისტორია გამოქვეყნდება.

7. ყოველთვის მიულოცეთ ქრისტიანული და სხვა დღესასწაულები 10 ბენეფიციარს, ვისი ისტორიებიც გამოქვეყნებულია ჩვენს გვერდზე და წინასწარ შეგვატყობინეთ იმ იღბლიანი ადამიანების სახელები, ვინც თქვენგან მილოცვას მიიღებს.

8. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ ილოცოთ ტაძარში კონკრეტული შეჭირვებული ბენეფიციარისთვის და თქვენი ლოცვის ნაწილობრივი ან მთლიანი ვიდეოჩანაწერი გამოგვიგზავნოთ. აუცილებლად დაწერეთ ამის შესახებ იმ პოსტის კომენტარებში, რომელმაც თქვენი გული შეძრა.

9. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს.

 საუკეთესო ვიდეოებსა და კომენტარებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენი ნებართვით, გამოვაქვეყნებთ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის სოციალურ ქსელებსა და ასევე, ბატონი ლეონიდის პირად გვერდზე.

 კონკურსში მონაწილეობას მიღებას შეძლებენ მხოლოდ ფონდის ვებ-გვერდის გამომწერები, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგების შეჯამებას ვერ მოვხერხებთ! როგორც კი შეავსებთ ფორმას "გახდი ფონდის მეგობარი" - ავტომატურად გახდებით ჩვენი ვებ-გვერდის გამომწერი დაამიტომ, რაც შეიძლება მალე დარეგისტრირდით ჩვენს პროგრამაში!

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, შეიქმნება კომისია, რომელიც გამოავლენს 10 იღბლიან გამარჯვებულს! სამ თვეში ერთხელ კი, მოხდება შედეგების საჯარო შეჯამება!

ეს უმარტივესი ნაბიჯები ნამდვილად დაგეხმარებათ იმაში, რომ მიუახლოვდეთ ღმერთს. მეგობრებო, სიკეთის კეთება უფრო ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია!