საჩუქარი კახელი ფერმერებისგან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქარი კახელი ფერმერებისგან image

საჩუქარი კახელი ფერმერებისგან

წლის წინ
სიახლეები
ჩვენი ფონდის უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა დღეს განსაკუთრებით გაიხარეს! ტრადიციულ გემრიელ სადილთან ერთად მათ კახეთიდან ჩამოტანილი უგემრიელესი საზამთროც მიირთვეს. დიახ, ჩაცივებული საზამთრო მართლაც რომ საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულის ხვატში!
2 ტონა საზამთრო საჩუქრად ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო სასადილოს! აი, ასეთი გულუხვი ხალხია კახელი ფერმერები, რომლებმაც უსასყიდლოდ გაიღეს თავიანთი პროდუქცია ჩვენი ფონდისთვის. 
მიუხედავად იმისა, რომ კახელმა ფერმერებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, ჩვენ მაინც გვინდა ფონდის ბენეფიციარების სახელით მათ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ. 
ფერმერებმა უზომო სიხარული მიანიჭეს ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების ამ ეტაპზე უჭირთ და ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის დიდ შვებას წარმოადგენს.
ქველმოქმედება ქრისტიანული ზნეობის განუყოფელი ნაწილია, იგი არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ჩვენი ფონდის უფასო სასადილოს, თანხა შეგიძლიათ  ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
„როცა წვეულება გაქვს, დაპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას“ (ლუკას სახარება).

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: