ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად! image

ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად!

ერთი წლის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად!

 არ იქნება სამართლიანი, ახალი და ლამაზი ფეხსაცმელი მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილებს რომ ეცვათ, სხვებმა კი ძონძებით იარონ. იცით, რამდენჯერ უტირიათ მათ იმის გამო, რომ რცხვენოდათ სკოლაში დახეული ფეხსაცმლით წასვლა? იცით, რამდენჯერ აიგდეს ისინი მასხრად ფეხსაცმლის დახეული ძირების გამო? მაგრამ მორჩა, დღეიდან ასე აღარ იქნება! „ფონდის შვილებს“, ჩვენს პატარა ბენეფიციარებს მოფერებით ასე ვეძახით, გადაეცათ ულამაზესი და მოდური ფეხსაცმელი, რომელიც კომპანია „VOGG“-ის მფლობელმა ბატონმა გიორგი წივწივაძემ აჩუქა.

https://www.facebook.com/VOGGShoesmaker


 ფეხსაცმელი ძალიან ბევრი იყო და ჩვენ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების გახარებაც შევძელით. ზოგმა ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან მათთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია - და აი! მათ აქვთ ისეთი ფეხსაცმელი, როგორც მოდის ჟურნალიდან! პირდაპირ მაღაზიიდან! ახალი და ძალიან ლამაზი.

 უყურეთ ამ ღონისძიების ვიდეოს, ბავშვები უბრალოდ სიხარულით ბრწყინავენ, გულში იკრავენ და კოცნიან ახალ ფეხსაცმელს! ვერასდროს ვეღარავინ გაბედავს მათ დაცინვას. ეს ბავშვები ღვთის მფარველობის ქვეშ არიან, ჩვენი ფონდი კი, კეთილი ადამიანების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათი ბავშვობა ლამაზი იყოს!


ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: