ჩვენს პატარებს დღესასწაული აქვთ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენს პატარებს დღესასწაული აქვთ! image

ჩვენს პატარებს დღესასწაული აქვთ!

ერთი წლის წინ
სიახლეები

 მეგობრებო,

 ჩვენ კეთილსინდისიერად ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ასობით და ათასობით მშიერი დავაპუროთ, ვუმკურნალოთ, ჩავაცვათ და დავახუროთ ბავშვებსა და მოხუცებს. მაგრამ ამ პრობლემას, მარტო, ვერც ერთი ფონდი ვერ გაუმკლავდება. ყოველთვის, ყველაზე საჭირო მომენტში ჩვენს გვერდით დგანან ჭეშმარიტად კეთილი ადამიანები, რომელთა მოტივიც უდავოდ არის ქრისტიანული დამოკიდებულება შეჭირვებული ადამიანების მიმართ, თითოეული მათგანის, როგორც ღვთის შვილის სიყვარული და პატივისცემა.

 დღეს იმერეთის მრავალშვილიანი ოჯახები გავახარეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი საკვები ნარევებითა და ფაფებით, რომლებიც ჩვენს ფონდს ჩვენმა ძველმა მეგობარმა „ნატურლენდის“ კომპანიამ გადასცა. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თეონა გიორგაძესა და მის გუნდს იმისთვის, რომ მათ, როგორც არავის, გულთან ახლოს მიაქვთ მშიერი ბავშვების პრობლემის აქტუალობა და პატარებს არასდროს ეუბნებიან უარს!

https://naturland.ge/

https://www.facebook.com/VinniGeorgia/

 უბრალოდ შეხედეთ მათ უსაყვარლეს და გაბრწყინებულ სახეებს! ნუთუ შეიძლება, ამაზე უკეთესი სანახავი რამე რომ იყოს?

 მეგობრებო, თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს პროექტს და წვლილი შეიტანოთ, განსაკუთრებით, ეს ეხება იმერეთის რეგიონის ბიზნესმენებსა და ქველმოქმედებს, შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დაეხმარე მოყვასს)

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/706-localpost/

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, სააღდგომოდ ფონდში გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ისინი, ვისთვისაც იესო მოვიდა დედამიწაზე! სწორედ ისინი, ვინც მთელი სულითა და გულით უყვარდა და არასოდეს ტოვებდა გასაჭირში, არ გაუვლიდა ისე! ეს სტატია ჩვენი საჩუქარია ყველა კეთილი და მორწმუნე ადამიანისთვის უფლის დიდ დღესასწაულზე! უფალო, გმადლობ, რომ გვასწავლე ბავშვებისა და მათი დედების სიყვარული, გაჭირვებულთა და დამცირებულთა დახმარება!
გვისმინე, იესო! დაეხმარე უბედურ ადამიანებს და ნუ დაგვტოვებ ჩვენც უპასუხოდ! ვის მივმართოთ? რა ცოდვის გამოა ამ მოსიყვარულე და ასე დაუმსახურებლად დატანჯულ ოჯახში სამი პატარა...
შეგროვებულია
1,863.97 ₾
დაეხმარა
146
მინდა დავეხმარო