დაეხმარე უცნობ მეგობარს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაეხმარე უცნობ მეგობარს! image

დაეხმარე უცნობ მეგობარს!

ერთი წლის წინ
სიახლეები

საბავშვო ბაღი „იავნანა“ და მისი პატარა აღსაზრდელები!

(https://www.facebook.com/bagiiavnana).

დღეს მათ არაჩვეულებრივი დღესასწაული აქვთ! 

„დაეხმარე უცნობ მეგობარს!“

ასე ჰქვია საქველმოქმედო აქციას - „იავნანას“ აღსაზრდელებმა საჩუქრები გაუგზავნეს ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებს! 

დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვები გულით გასცემენ საჩუქრებს სრულიად უცნობი თანატოლებისთვის!

ეს კი ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებია! 

ბავშვები მადლობას უთვლიან თანატოლებს უამრავი საჩუქრისთვის!

თითოეული ბავშვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში, დაჯილდოვდა ჩერნოვეცკის ფონდის სიგელით  „ნორჩი ქველმოქმედი“! 

როდესაც ეს პატარები გაიზრდებიან, ყოველთვის გულთან ახლოს მიიტანენ სხვის გასაჭირს. გულწრფელი თანადგომა ყოველივე სიკეთის საწინდარია, სიკეთე კი გადამდებია! 

დიდი მადლობა „იავნანას“ პედაგოგიურ კოლექტივს, მის დირექტორსა და დამფუძნებელს  სალომე ჭანტურიშვილს თანადგომისთვის და აქციაში მონაწილეობისთვის! 

... და თუ ბავშვის თვალებში მზე იცინის, დედის გულში მუდამ გაზაფხულია!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, სააღდგომოდ ფონდში გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ისინი, ვისთვისაც იესო მოვიდა დედამიწაზე! სწორედ ისინი, ვინც მთელი სულითა და გულით უყვარდა და არასოდეს ტოვებდა გასაჭირში, არ გაუვლიდა ისე! ეს სტატია ჩვენი საჩუქარია ყველა კეთილი და მორწმუნე ადამიანისთვის უფლის დიდ დღესასწაულზე! უფალო, გმადლობ, რომ გვასწავლე ბავშვებისა და მათი დედების სიყვარული, გაჭირვებულთა და დამცირებულთა დახმარება!
გვისმინე, იესო! დაეხმარე უბედურ ადამიანებს და ნუ დაგვტოვებ ჩვენც უპასუხოდ! ვის მივმართოთ? რა ცოდვის გამოა ამ მოსიყვარულე და ასე დაუმსახურებლად დატანჯულ ოჯახში სამი პატარა...
შეგროვებულია
1,746.97 ₾
დაეხმარა
142
მინდა დავეხმარო