"თქვენი აპლოდისმენტები ყველაზე დიდი საჩუქარია" - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"თქვენი აპლოდისმენტები ყველაზე დიდი საჩუქარია" image

"თქვენი აპლოდისმენტები ყველაზე დიდი საჩუქარია"

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
თეატრს მოზარდის აღზრდა–განათლების საქმეში ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. მას შეუძლია დაეხმაროს პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს მრავალი საკითხის გადაჭრაში, რომელიც უკავშირდება სულიერ სამყაროს, შესაძლებლობების გამოვლინებას, ეთიკას, მოზარდის ესთეტიკურ აღზრდას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ხშირად  ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას.
ამასწინათ, თეატრ “მეორე სახლის” ხელმძღვანელობამ მიიწვია ჩვენი ბავშვები წარმოდგენის სანახავად. სპექტაკლმა “101 დალმატინელი” ჩვენს აღსაზრდელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი დიდხანს უკრავდნენ ტაშს ახალგაზრდა მსახიობებს, ხოლო წარმოდგენის დასრულების შემდეგ არჩევდნენ სცენაზე ნანახ პერიპეტიებს. 
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ბავშვთა თეატრის “მეორე სახლის” მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ  ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძერლდება. 

რეკომენდებული პროექტები: