ის 75 წლისაა, მისი მეუღლე კი 86-ის! თავად უსინათლოა, მან კი მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ მას ცნობს - ყველაზე საყვარელ და მზრუნველ ადამიანს! ორივე ბავშვივით გულთბილი და კეთილი არის! მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და მათი გულისამაჩუყებელი მზრუნველობით ტკბობა მოუნდება ადამიანს! რომელსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ნახავთ!!!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, უფლისკენ იპოვონ გზა!
გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი შეუპოვარი და კეთილი გმირიც არ გამოჩნდება!
„ძალიან, ძალიან რთულია ცხოვრება, როდესაც ყველა ცდილობს შენს მოტყუებას“ - ამბობს ზურაბი, რომელსაც ნაძირალა ექიმები ორი წლის განმავლობაში იმისთვის „ მკურნალობდნენ“, ვითომდა მხედველობა რომ დაებრუნებინათ. ამ დროს კი, თვალის ნერვი დიდი ხნის მკვდარი იყო. ექიმებმა უკანასკნელი თეთრები გამოსძალეს ამ ოჯახს! მათი პოვნა და უტიფარ თვალებში ჩახედვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა...
ზოგ „მხეცს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, ბინა რომ წაართვას, ზოგი კი ელის, როდის დაიხოცებიან შიმშილითა და სიცივით, რის შემდეგაც ბინის მითვისებას უფასოდ შეძლებს! ამიტომ, დანარჩენმა „მხეცებმა“ შემწეობის გარეშე დატოვეს და დროდადრო ინტერესდებიან... არა, მათი ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობით კი არა, არამედ იმით, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუ არა? „ნეტავ, მალე ამოხდეთ სული!“
ზურაბი 75 წლისაა და საერთოდ ვერაფერს ხედავს, მისი მეუღლე გალინა კი - 86-ის, მას დემენცია აქვს. ზურაბი თავისი მეუღლის თვალებია, ის კი - მისი მეხსიერება არის. ერთ დღესაც კი ვერ იცოცხლებენ უერთმანეთოდ.
- თქვენს მოვლას როგორ ახერხებს?
ზურაბი: ხელიხელჩაკიდებული დავყავარ პატარა ბავშვივით, მეხმარება ქუჩაში როდესაც დავდივართ. ვეუბნები ხოლმე: „ძვირფასო, ახლა, უნდა წავიდეთ მაღაზიაში ან აფთიაქში.“ ხელს ჩამკიდებს ხოლმე და მივდივართ. ერთი წამითაც ვერ ვტოვებ უყურადღებოდ. ყოველთვის ვნერვიულობ, როდესაც ჩემს გვერდით არ არის. ერთი-ორჯერ საჭმლის მომზადება უნდოდა ჩემთვის და სულ დაეწვა. ცოცხლები გადავრჩით, უფლის წყალობით!
ზურაბი: ალბათ, თქვენ არ იცით, კეთილო ადამიანო. ბევრისთვის, ვინც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, კარგი სატყუარაა მოხუცი და უმწეო ადამიანები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ბინა აქვთ... ხან უნდათ, რომ რაღაც საბუთებზე მოგვაწერინონ ხელი, ხან დაშინებას ცდილობენ ან „თბილი სიტყვებით“ მოტყუებას. მაგრამ, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით.
- როგორ ახერხებთ თავის გატანას?
ზურაბი: ჩვენი პენსია წამლების საყიდლად არ გვყოფნის. მეც და გალინასაც თვალის წვეთები გვჭირდება: მე ტკივილგამაყუჩებელი, გალინას კი, რომ არ დაკარგოს მხედველობა. კატარაქტა აქვს, ოპერაციისთვის კი, თანხა ვერაფრით შევაგროვეთ. ჩემი მეუღლე რომ არ დარჩეს წამლების გარეშე, მეტროსთან ვდგები და მოწყალებას ვითხოვ ხანდახან. ძალიან მიმძიმს, მაგრამ, სხვა გამოსავალი რომ არ გვაქვს, იძულებული ვარ. საყვარელი ქალის გამო, რას არ გააკეთებ! როგორც კი შევაგროვებ წამლების საყიდლად საკმარის თანხას, სახლში მივდივარ.
- ისეთი სითბოთი საუბრობთ თქვენს მეუღლეზე, თითქოს, ნორჩი შეყვარებულები იყოთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ზურაბი: დაქვრივებულები ვიყავით მეც და გალინაც. საერთო ნაცნობმა გაგვაცნო ერთმანეთი. ასე თქვა: „ერთად უფრო მარტივი იქნება თქვენთვის ცხოვრება.“ ასეც მოხდა. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. თბილისში სამ ადგილას ვმუშაობდი: დილით მშენებლობაზე, საღამოობით მებაღედ, ღამით კი - დარაჯი ვიყავი. მშვენივრად ვცხოვრობდით, მერე კი, მხედველობის პრობლემები დამეწყო და დღეს, მოწყალებას ვითხოვ.
მეგობრებო, თუკი თქვენც ისევე, როგორც ჩვენ ფონდში ფიქროთ, რომ ამ ლამაზი, სრულიად უმწეო და ერთმანეთზე შეყვარებული მოხუცების სიცოცხლე უფლისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, მოდით, ჩვენი სიყვარულით ავავსოთ მათი თუნუქის ჭიქა. როგორ შეიძლება, ეს ღირსეული ადამიანები მათხოვრებად რომ იქცნენ? მათ გადაადგილებაც კი უჭირთ.
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ჩვენს ხელთაა მათი სიცოცხლე! და ეს უდიდესი მადლია, მართლაც! ფონდი პასუხიმგებლობას აიღებს მათი მედიკამენტებით, პროდუქტებით მუდმივად მომარაგებაზე, ექიმთან ვიზიტების საფასურის დაფარვაზე და ანგარიშს ჩაგაბარებთ თითოეულ დახარჯულ თეთრზე! რამდენიმე დღეში კი, შევუძენთ საწოლებს, ლეიბებს და ლოგინის თეთრეულს! დალოცვილები ყოფილიყავით!
ზურაბი: მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და საცხოვრებლად მასთან გადასვლა შემომთავაზა. უკვე 19 წელია ერთად ვართ. მე 75 წლის ვარ, ის კი - 86-ის. ხანდახან, ხუმრობით ვამბობთ, რომ მომიტაცა. სოფლიდან ვარ ჩამოსული, თბილისში მშენებლობაზე ვმუშაობდი და პატარა ოთახში ვცხოვრობდი. ძალიან ყოჩაღი ვიყავი! ახალგაზრდობაში პროფესიონალი შტანგისტი და ბირთვის მსროლელი.
- შვილები არ გყავთ?
ზურაბი: გალინას არ ჰყავს. მე ვაჟი მყავს პირველი ქორწინებიდან. ცოლი რომ მოიყვანა და საცხოვრებელი არ ჰქონდათ, გალინამ შემომთავაზა, საცხოვრებლად ჩვენთან წამომეყვანა. ბავშვების აღზრდაშიც ვეხმარებოდით. მერე კი, სივიწროვეში ერთად ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა და გადავიდნენ. ამჟამად, სავალალოა მათი მდგომარეობა. ჩემს შვილს ხერხემალი დაუზიანდა და ვერ მუშაობს, შემწეობის ჩარიცხვაც შეუჩერეს, ჩემს შვილიშვილებს არც საჭმელი აქვთ, არც ტანსაცმელი. მათაც ვეხმარები ხოლმე. დავდგები მეტროსთან, ჭიქას დავიჭერ ხელში, კეთილი ადამიანებისგან ველოდები დახმარებას და ღმერთი მიგზავნის მათ.
- კარგია, ჩვენს ფონდს რომ მიმართეთ! რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ზურაბი: უპირველეს ყოვლისა, მინდა გთხოვოთ პროდუქტი და მედიკამენტები. კიდევ, ძალიან გვჭირდება მაცივარი. ზოგიერთ მედიკამენტს დაბალ ტემპერატურაზე შენახვა უნდა. ძალიან მადლობელი ვიქნები, სარეცხ მანქანასაც თუ გვაჩუქებთ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიჭირს სარეცხის რეცხვა. ამასაც ერთად ვაკეთებთ ხოლმე. ვეუბნები, რომ ჯერ წყალი უნდა ჩაასხას ტაშტში, მერე სარეცხი ჩაყაროს, შემდეგ კი საპონი წაუსვას. საერთოდ ყველაფერი ავიწყდება. რთულია სიბერე. მაგრამ, არაუშავს. ყველამ უნდა გაიაროს ეს გზა, ყველანი ოდესღაც დავბერდებით. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა გველის წინ!
ამ საშიშროებებით აღსავსე სამყაროში, სადაც ზოგჯერ გვეჩვენება, რომ აღარ არსებობს სამართალი, უმწეო და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვა კი, ხანდახან, ფუფუნებაა, ზურაბისა და გალინას ისტორია საწინააღმდეგოს მტკიცებულება გახლავთ.
ამ დაუნდობელ რეალობაში, სადაც ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა ეს ორი დაობლებული სული ერთმანეთს არ უშვებს ხელს. მათ შორის სუფევს სიყვარული, სიმტკიცე და მზრუნველობა.
ზურაბისა და გალინას ცხოვრება იმის მაგალითია, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს ნებისმიერი სირთულის დაძლევა ძალუძს. ზურაბი გალინას ვერ ხედავს მაგრამ, მის ნაკვთებს სათუთად ინახავს გულში. გალინამ კი, რეალობის აღქმა დიდი ხანია დაკარგა და მხოლოდ ის ახსოვს! ის ერთადერთი!
როდესაც სხეული ბერდება, ცნობიერება კი იკარგება, მხოლოდ სამუდამო სიყვარული რჩება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. ეს შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სიმდიდრე მატერიალური კეთილდღეობა კი არა, სულიერი კავშირი არის.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, გლდანის რაიონი, 3 მიკრორაიონი, კორპუსი 8ბ, ბინა 75.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გეჯაძე ზურაბი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
|