ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ.
ჩემი ახალი პლანშეტით „სელფის“ გადაღება მინდა თქვენს ყველა მკითხველთან ერთად!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
- ადრე, სახლის დალაგება დღეში შვიდჯერ მიწევდა ხოლმე, ხომ წარმოგიდგენიათ? - ამბობს ირმა. ნებისმიერი ქალი შეიშლებოდა ჭკუიდან. მიწის იატაკია, შავი მტვერი ედო ყველაფერს და ჩვენც მტვერს ვსუნთქავდით. თან, სახურავიდანაც რომ ჩამოდიოდა წყალი, ტალახი ფეხებით გაგვქონდა და გამოგვქონდა.
ცხოვრებაში ვერასდროს დავალაგებდი ამ ოთახს, თქვენ რომ ბეტონის იატაკი არ დაგესხათ. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისთვის, მზად ვარ გულში ჩაგიკრათ და დაუსრულებლად გლოცოთ. გარდა ამისა, დაგვეხმარეთ პროდუქტითა და წამლებით, ბავშვებიც დაასაჩუქრეთ. კიდევ ის, რომ ხელისუფლებასთან სწორი მიდგომა გაქვთ და შეგიძლიათ რაღაც გააკეთებინოთ. წარმოგიდგენიათ, თქვენი წერილის შემდეგ, ადგილობრივი გამგეობის უფროსმა ამხელა პატივი გვცა და პირადად გვესტუმრა?!
- ირმა, გვიამბეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობას რა მოჰყვა, რაზე შეთანხმდით?
ირმა: მარტვილიდან ჩამობრძანდა ბატონი რამაზ ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარე თავის თანამშრომლებთან ერთად. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც თქვენი წერილი მიიღო. მეორად ფანჯრებს მოგვცემენ, გვითხრეს, რომ განაცხადი უნდა დავწეროთ სახურავის შეკეთებაზე - 700 ლარის ჩარიცხვას შემპირდნენ. ქვიშა მოიტანეს სატვირთო მანქანით. ცემენტი კი, თქვენ მოგვაწოდეთ, ასე მოხერხდა იატაკის დასხმა „მისაღებ ოთახში“. კიდევ, 20 ტომარა თქვენი მოტანილი ცემენტი დამრჩა. თუ ქვიშა მექნება, იქნებ, სხვა ოთახებშიც დავასხათ იატაკი.
უკვე სისუფთავეა, ბავშვები აღარ დაისვრებიან, მეც სარეცხი მომაკლდა. თქვენი დამსახურებით წავედით წინ. ბავშვებს უხარიათ ყველანაირი სიახლე. აი, ნახეთ, ფონდის ნაჩუქარი ორსართულიანი საწოლი დავდგით, მათ კი, სიხარულით გააკრეს საკუთარი ნახატები მთელს კედელზე.
ირინა: იმდენი დავხატე, რომ პირველ სართულსაც ეყო და მეორესაც. პირველი სართული ირაკლისია, მეორე კი - ჩემი. იმიტომ, რომ მე სიმაღლის არ მეშინია.
- ირი, ჩვენს მკითხველებისთვის საჩუქრად რას დახატავდი?
ირინა: ჩვენი მარტვილის ჩანჩქერებსა და კანიონს დავხატავ. აქ, ჩვენთან ისეთი სილამაზეა! მთელს საქართველოში, აქ, ყველაზე ლამაზია მზის ჩასვლა. ხშირად ვიღებ ხოლმე ჩემი ახალი პლანშეტის კამერით. კიდევ, გულებს დავუხატავდი და დავწერდი: „ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“
- ირი, კიდევ რას იღებ ხოლმე შენი პლანშეტით?
ირინა: „სელფებს“ ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს თავს, ირაკლის. აი, ველოსიპედსაც გადავუღე სურათი. რა კარგია, არა? ირაკლიმ კი, არც იცის გადაღება.
ირაკლი: ვიცი, უბრალოდ მას არასდროს მოსწონს. მეუბნება: „არ გამოვიდა“, „არ ვარგა“, „კიდევ გადამიღე“.
- ყველა გოგო იქცევა ასე.
ირაკლი: ოჰ, ამას მირჩევნია ჩემი ახალი ველოსიპედით სეირნობა. სწორ გზაზე, უკვე ძალიან კარგად ვატარებ. ბებოსთან კი, ჯერ ვერ ავდივარ, აღმართზე ცხოვრობს. ჯერ არ გამომდის ასვლა, ძნელია.
- ესეც გამოგივა, დარწმუნებული ვარ. ჩვენს მკითხველებს, რისთვის ეტყოდი მადლობას?
ირაკლი: უპირველეს ყოვლისა, ველოსიპედისთვის. კიდევ იმისთვის, რომ დედიკოს მაღაზიიდან გემრიელი საჭმელი მოაქვს: ძეხვი, სოსისი, ქათამი... ძალიან მომწონს ეს ყველაფერი! დიდი მადლობა!
ირმა: ფონდმა ჩარიცხა თანხა და მეც პროდუქტის საყიდლად წავედი. არაფერი ვუთხარი ბავშვებს. რომ დამინახეს სავსე პარკებით ხელში, მაშინვე მომცვივდნენ კითხვებით: „დედა, საიდან?!“, „ჩვენ უნდა ვჭამოთ ეს ყველაფერი?!“ ვეკითხები: „აბა, ვინ?“ (იცინის.) აღფრთოვანებულები იყვნენ. კიდევ, თანხა რომ ჩაირიცხება, შაქარს, ზეთს, ლობიოს, ხახვს ვყიდულობ ხოლმე. აი, ერთი ტომარა ფქვილი მოვიტანე, პურს გამოვაცხობ. სად მაქვს ფული, ყოველ ჯერზე მაღაზიაში რომ ვიყიდო?
მე და ჩემს შვილს წამლები მუდმივად გვჭირდება. ირაკლის ჩემგან მემკვიდრეობით გადაეცა ეს პრობლემა - გულსისხლძარღვთა შევიწროება. ორივეს გვჭირდება „კავინტონი“, „ნო-შპა“, წვეთები... მე გულიც მაწუხებს და წნევაც, დაქვეითებული მხედველობის გამო, უნარშეზღუდული ვარ. თქვენი დახმარებით, ყველანაირი მედიკამენტი ვიყიდე და გულიც მშვიდად მაქვს. კიდევ, გაციების წამლები მოვიმარაგე, ყოველი შემთხვევისთვის. ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ხშირად ვცივდებით.
- ირმა, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტში?
ირმა: არასდროს მინახავს ამხელა ყურადღება. განსაკუთრებით მადლიერი ვარ თქვენი და მიხარია ბავშვების გამო. კეთილდღეობას და უზრუნველ ცხოვრებას გისურვებთ ყველას. ღმერთმა გაშოროთ ყოველგვარი ავადმყოფობა და გასაჭირი. ვაიმე, ახლა ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ჩაგიკრავდით გულში და ასე ვიდგებოდი ცოტა ხანს.
იგრძნობდით, როგორ მიფრიალებს სიხარულისგან გული, სიხარულის ცრემლები როგორ ჩამომდის და როგორი მადლიერი ვარ თქვენი. სიტყვები კი, არაფრის მთქმელია... ჩემი შვილებიც მოვიდოდნენ და ჩაგეხუტებოდნენ. ხომ ასეა, ირინა, ირაკლი?
ირაკლი: კი.
ირინა: მე კი „სელფს“ გადავიღებდი ყველასთან ერთად.
- ძალიან მაგარი აზრია, ირი! ირმა, თქვენ მოსაგვარებელი დაგრჩათ გარკვეული პრობლემები. მოდით, შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს, იქნებ შეძლონ, კვლავაც რომ დაგეხმარონ?
ირმა: ღმერთო ჩემო, თქვენ ისევ გსურთ, რომ დაგვეხმაროთ! ჩვენთან სახლში არ მოდის წყალი, დენიც არ არის, ჩემი ოცნებაა, ლინოლეუმი დავაგო ცემენტის იატაკზე. სხვა ოთახებშიც იატაკი რომ გვქონდეს. მეშინია, თავი არ მოგაბეზროთ ჩვენი პრობლემებით (მორიდებულად იღიმის). თუკი ვინმეს ექნება სურვილი, რომ დაგვეხმაროს, სიხარულითა და მადლიერებით მივიღებთ ამ დახმარებას.
წულაიების ოჯახი ცდილობს, საცხოვრებლად მოაწყოს ყოფილი სკოლის ავარიული შენობა. ეს ხომ, უბრალოდ თავშესაფარია, ღამის გათევა ქუჩაში რომ არ მოუწიოთ. პირობები კვლავაც ძალიან ცუდია - არ აქვთ არც დენი, არც წყალი, არც ტექნიკა, ბავშვებს გაქუცულ კედლებში უწევთ ცხოვრება. შენობა კეთილმოწყობას საჭიროებს და თქვენც შეგიძლიათ, ამაში აქტიურად რომ დაეხმაროთ.
მადლობას გიხდით, შეჭირვებულ ქართულ ოჯახებზე ასე რომ ზრუნავთ. ჩვენი შვილები მხოლოდ ბედნიერ ცხოვრებას იმსახურებენ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: წულაიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
აგრეთვე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 ოქტ 12 | პროდუქტები | 200.14 | transferred |
2023 ოქტ 14 | სამშენებლო მასალა | 640 | transferred |
2023 ნოე 13 | საწოლი | 980 | transferred |
2023 ნოე 25 | მედიკამენტები | 199.15 | transferred |
2023 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 355 | paid |
2023 დეკ 17 | მედიკამენტები | 247.29 | transferred |
2024 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 250 | paid |
2024 თებ 12 | მედიკამენტები | 225.64 | transferred |
სულ ხარჯი: 3,097.22 ₾
დარჩა 0.74 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 თებ 12 | კვანტალიანი ნინო | 50 | Transfer to account |
2024 თებ 12 | კეზევაძე ვასილი | 30 | Transfer to account |
2024 იან 28 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2024 იან 15 | ქათამაძე დავით | 50 | Transfer to account |
2024 იან 14 | ფუტკარაძე ნიკა | 10 | Transfer to account |
2024 იან 14 | აკოლაშვილი სოსო | 50 | Transfer to account |
2024 იან 12 | აბშილავა ნინო | 1 | Transfer to account |
2024 იან 11 | რუსუდან მამულაშვილი | 50 | Transfer to account |
2024 იან 7 | ი/მ გიორგი აფციაური | 200 | Transfer to account |
2024 იან 4 | არჩილ საათაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 24 | ანონიმი | 20 | საქართველოს ბანკი |
2023 დეკ 16 | ბეკურიშვილი ბექა | 30 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ბდოიან დერენიკ | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ასპანიძე ლუკა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ასანიძე რომანი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | არველაძე გიორგი | 7 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ალეკპეროვა ზიბეიდა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | აკოფიანი გრაჩიკ | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | აბშილავა მამუკა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | აბულაძე ბაია | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | აბესაძე რეზო | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | აბაშვილი ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ტლაშაძე დემეტრე | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ბახუტაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | დუმბაძე გიგა | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ტერმინალი | 110 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ჭარაია კოკა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | ობგაიძე ნინო | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | მოსიაშვილი ლევანი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 16 | მელაძე ზაურ | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,097.96 ₾
დარჩა 0.74 ₾
მსგავსი პროექტები:
|