ამ უდანაშაულო ქალის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია! ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დედა ან მზრუნველი ბებია ყოფილიყო! სამი ინსულტი და საშინელი გაჭირვება, სადაცაა მოკლავს ამ ღირსეულ ქართველ ქალბატონს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ უდანაშაულო ქალის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია! ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დედა ან მზრუნველი ბებია ყოფილიყო! სამი ინსულტი და საშინელი გაჭირვება, სადაცაა მოკლავს ამ ღირსეულ ქართველ ქალბატონს!

page info icon
2023 სექტემბერი 25
page info icon
384
წარმოდგინეთ, არაფერი მითხოვია და ერთხელაც, მოხდა ნამდვილი სასწაული! აფთიაქთან ვიდექი და ვუყურებდი მედიკამენტებს, რომლის საყიდლად ერთი ლარიც კი არ მქონდა, ერთმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა დამინახა და ჩემს ნატანჯ თვალებში ტკივილი ამოიკითხა! უსიტყვოდ ჩამკიდა ხელი, შემიყვანა აფთიაქში და 300 ლარის მედიკამენტები მიყიდა! უფალი დალოცავს ამ სიკეთისთვის და ნამდვილად არ მიატოვებს მისი განკითხვის ჟამს! ეგონა, რომ მისი სხეული ქვა იყო, გული კი - ყინულის ნატეხი. მაგრამ, ასეთი ადამიანებიც ტყდებიან. პირველმა ინსულტმა ვერაფერი დააკლო, მერე მეორეც მოჰყვა, რომელმაც მეტყველების უნარი წაართვა, მესამეს შემდეგ კი, საწოლიდანაც ვეღარ წამოდგა. უმწეობა სიკვდილის ტოლფასია მარტოხელა ადამიანისთვის. თინა გადარჩა, ფეხზე დადგა და ლაპარაკი თავიდან ისწავლა. „ამ დაავადებას უფლებას არ მივცემ, ლეშის ნაგლეჯად მაქციოს.“ - ამ სიტყვებს იმეორებდა ყოველდღე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
446 ₾
( 46 დონორი )
დასრულებულია

ამ უდანაშაულო ქალის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია! ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დედა ან მზრუნველი ბებია ყოფილიყო! სამი ინსულტი და საშინელი გაჭირვება, სადაცაა მოკლავს ამ ღირსეულ ქართველ ქალბატონს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

წარმოდგინეთ, არაფერი მითხოვია და ერთხელაც, მოხდა ნამდვილი სასწაული! 

აფთიაქთან ვიდექი და ვუყურებდი მედიკამენტებს, რომლის საყიდლად ერთი ლარიც კი არ მქონდა, ერთმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა დამინახა და ჩემს ნატანჯ თვალებში ტკივილი ამოიკითხა! უსიტყვოდ ჩამკიდა ხელი, შემიყვანა აფთიაქში და 300 ლარის მედიკამენტები მიყიდა! უფალი დალოცავს ამ სიკეთისთვის და ნამდვილად არ მიატოვებს მისი განკითხვის ჟამს!

 ეგონა, რომ მისი სხეული ქვა იყო, გული კი - ყინულის ნატეხი. მაგრამ, ასეთი ადამიანებიც ტყდებიან. პირველმა ინსულტმა ვერაფერი დააკლო, მერე მეორეც მოჰყვა, რომელმაც მეტყველების უნარი წაართვა, მესამეს შემდეგ კი, საწოლიდანაც ვეღარ წამოდგა. უმწეობა სიკვდილის ტოლფასია მარტოხელა ადამიანისთვის. თინა გადარჩა, ფეხზე დადგა და ლაპარაკი თავიდან ისწავლა. „ამ დაავადებას უფლებას არ მივცემ, ლეშის ნაგლეჯად მაქციოს.“ - ამ სიტყვებს იმეორებდა ყოველდღე.

 თინა: ექიმების თქმით, სასწაულია, ახლა ფეხზე რომ ვდგავარ, გესაუბრებით, უფრო სწორად ვბუტბუტებ რაღაცას. ამბობენ, რომ ადამიანებს ერთი ინსულტის გადატანა შეუძლიათ, მე კი სამი გადავიტანე! ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი სხეული ქვა არის, გული კი - - ყინულის ნატეხი.

 „ნამდვილად ვუყვარვარ ღმერთს, ინსულტს სამჯერ გადავურჩი!“

- ამას რატომ ამბობთ, ვინ გითხრათ ასეთი რამ?

თინა: სრულიად მარტო ვარ, არავინ მყავს - არც ნათესავი, არც ახლობელი. ოცი წლის წინ, დავკარგე მამა. მერე, დედაც დარდს გადაჰყვა. ძმამ დალევა დაიწყო და ახალგაზრდა დამეღუპა - 44 წლის. ასე დავრჩი სულ მარტო. საკუთარი ოჯახი არასდროს მყოლია. ახალგაზრდა ვიყავი, გული რომ მატკინეს და იმის მერე, საბოლოოდ დავკარგე ადამიანების ნდობა. ამიტომ ამბობდნენ, რომ ქვის გული მაქვს და მეც დავიჯერე.

- ინსულტამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება? რას ნიშნავს, როდესაც სრულიად მარტო ხარ? 

თინა: არ გეგონოთ, რომ განდეგილით ვცხოვრობდი და მეგობრები არასდროს მყოლია. ყველაფერიც იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ახლა, რა დროში ვცხოვრობთ? ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სანამ ინსულტი დამემართებოდა, ვმუშაობდი, ყვავილებს ვყიდიდი. დილით გავიქცეოდი ხოლმე, საბითუმო ბაზრიდან ყვავილებს მოვიტანდი და გასაყიდად თაიგულებს შევკრავდი, ხოლმე. ბედნიერებას და სილამაზეს ვჩუქნიდი ადამიანებს. ალბათ, რამდენი წყვილი შერიგდა, ჩემი ყვავილების დამსახურებით, რამდენმა გაიხარა. გვიანობამდე ვიჯექი ხოლმე ქუჩაში. მაშინ, ქირასაც ვიხდიდი და სხვებსაც ვეხმარებოდი. შესანიშნავი ჯანმრთელობა მქონდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, ასეთ დღეში რომ ჩავვარდებოდი!

 „დღეში ორი ლარი მყოფნის, რომ ვიკვებო. აუცილებელ მედიკამენტებზე კი, რომელიც საჭმელზე მეტად მჭირდება - 50 ლარი“

- გახსოვთ, როგორ დაგემართათ ეს ყველაფერი? ალბათ, რაღაცის გამო ნერვიულობდით?

თინა: ვისზე უნდა ინერვიულოს მარტოხელა ადამიანმა? ან რაზე? არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, უფლის ნება იყო და უნდა გადამელახა ეს სატანჯველი. შესაძლოა, სხვების ტკივილი უკეთ რომ გამეგო. არ ვიცი. სახლში სამსახურიდან ვბრუნდებოდი და უცებ, მეტყველების უნარი წამერთვა. ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი. რაღაც ზმუილი ამომდიოდა პირიდან სიტყვების ნაცვლად. სასწრაფო მოვიდა. მითხრეს, რომ საავადმყოფოში აუცილებლად ვიყავი გადასაყვანი, მაგრამ სასტიკი უარი ვთქვი. იქაც ხომ, მომვლელი დამჭირდებოდა. ხშირად ადამიანებს არ ესმით, რას ნიშნავს მარტოობა. როდესაც საერთოდ არავინ გყავს ამ ქვეყნად. და თუ მოკვდები, არავინ გეყოლება დამტირებელი.

 „რთულია გააცნობიერო, რომ სრულიად მარტო ხარ ამ ქვეყნად და თუ მოკვდები, დამტირებელიც კი არ გეყოლება... შესაძლოა, მხოლოდ უცხო ადამიანები, ვისაც საერთოდ არ იცნობ“

 - ამის გააზრება ძალიან მტკივნეულია, ალბათ?

 თინა: რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე. ალბათ, ხალხი იფიქრებს, მარტოხელა ქალი რატომ ეჭიდება სიცოცხლეს ასე? ვისთვის ან რისთვის? იცით, სიცოცხლე ყველასთვის ტკბილია და მასთან გამოსალმება არავის უნდა. ალბათ, იმიტომ დამემართა ინსულტი პირველად, რომ სიცოცხლე ზედმეტად მიყვარდა. შემდეგ, მეორეც მოჰყვა... უამრავი წამალი გამომიწერეს. სასაცილოა კიდეც, საარსებოდ, დღეში ორი ლარი მყოფნის საკვებზე, მედიკამენტებზე კი - 50 მჭირდება! დღეში რა თანხაც არ უნდა შევაგროვო, ყოველთვის ვყიდულობ მედიკამენტებს. ხანდახან, აფთიაქთან უბრალოდ დავდგები ხოლმე და კეთილ ადამიანებს ვთხოვ, თითო აბი რომ მყიდონ...

 „საკუთარი არაფერი გამაჩნია. მხოლოდ უფლის რწმენა. ჩემი მშობლიური სახლი დაინგრა და კეთილი ადამიანების იმედად დარჩენილი, ქუჩის ძაღლივით დავწანწალებ. ხან ვინ შემიფარებს, ხან ვინ„

 - გეხმარებიან ადამიანები?

 თინა: არ დაიჯერებთ, როგორი გულუხვია ჩვენი შეჭირვებული ხალხი. არ აქვთ საშუალება და მაინც მეუბნებიან: „აი, მე მოვიკლებ და შენ დაგეხმარები!“ შეჭირვებულის დასახმარებლად ყველაფერს დათმობენ. ერთხელ კი, სასწაული მოხდა. მინდა, ერთი ამბავი გიამბოთ, თქვენ კი გამოაქვეყნეთ! იქნებ, წაიკითხოს იმ ღვთისნიერმა ადამიანმა და შემეხმიანოს.

- აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. გვიამბეთ, გთხოვთ.

თინა: დაახლოებით ერთი წლის წინ, ვიდექი აფთიაქთან. ერთ ახალგაზრდა ბიჭს ვთხოვე, ერთი ან ორი აბი ეყიდა ჩემთვის, ის კი შევიდა და 90 ცალი მიყიდა! სამი თვის მარაგი! ალბათ, სამას ლარზე მეტი დახარჯა! წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხომ! დამეხმარა, როგორც საკუთარ დედას ან ბებიას... ვტიროდი. არ მჯეროდა, მადლობას ვუხდიდი, მინდოდა, მისთვის ხელები დამეკოცნა, მან კი თქვა, რომ არ არის საჭირო და სახელიც კი არ მითხრა. ყოველდღე მოვიხსენიებ ლოცვებში, როგორც გულკეთილ ადამიანს და მისი სახელიც არ ვიცი. სწორედ ასეთი კეთილი ადამიანების დამსახურებით, საქართველოს გადაშენება არ უწერია! საქართველო ყოველთვის იარსებებს. დალოცვილი იყოს მისი ოჯახი!

 „ჩემი ოცნებაა, ფეხზე დავდგე და დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს - გავყიდო ლამაზი ყვავილები“

 - ნამდვილად კეთილშობილური საქციელია! ჩვენი თხოვნაა, გამოგვეხმაუროს უცნობი ქართველი ახალგაზრდა. თინასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თინა, სახელმწიფო არ გეხმარებათ მედიკამენტებით?

 თინა: ოთხჯერ მივმართე, ვთხოვე, ნაწილობრივ მაინც დაეფინანსებინათ ჩემთვის მედიკამენტები. მაგრამ, ცივი უარი მივიღე! ალბათ, სამოთხეში ვიცხოვრებდით, სახელმწიფო დაწესებულებებში ისეთი ადამიანები რომ მუშაობდნენ, როგორც ის უცნობი ახალგაზრდა, თქვენი ფონდის ხელმძღვანელი ან ყველა ის ადამიანი, ვისაც არაფერი ენანება და შეჭირვებულის დასახმარებლად ყველაფერს გაიღებს. 

 - რაზე ოცნებობთ, თინა? 

 თინა: ჩემი ოცნებაა, ისევ ფეხზე დავდგე და დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს - თაიგულები შევკრა და სიხარული ვაჩუქო ადამიანებს. კიდევ უფრო დიდი ოცნებაა, ერთი პატარა, მაგრამ ჩემი საკუთარი ოთახი მქონდეს. მაგრამ სახელმწიფო, მრავალშვილიან ოჯახებსაც კი არ ეხმარება ბინით. მარტოხელა ავადმყოფი ქალი, ვის რაში ვჭირდები? ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ერთ რამეს მივხვდი: უფალი ყველას გვიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც დაგვეხმარება. არ არის აუცილებელი, ჩვენი ნათესავები იყვნენ. იმხელა სიკეთე გამოიჩინეს ჩემს მიმართ სრულიად უცხო ადამიანებმა!  დამეხმარეთ მედიკამენტებით, დამეხმარეთ, სამედიცინო დახმარება რომ მივიღო, სხვა არაფერი მჭირდება. იმედი მაქვს, რომ დროულად თუ მივიღებ ყველა მედიკამენტს, ნორმალურად სიარულს შევძლებ და ტვირთად აღარავის დავაწვები.

თინას ისტორია შეგვახსენებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბედნიერების ყოველი წამი. დავეხმაროთ, დავუბრუნოთ მას სიცოცხლის ხალისი და იქნებ, აღარ იტიროს მისმა თუნდაც, ქვის გულმა.

ინსულტი არის ერთ-ერთი უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს მარტოხელა ადამიანი. თინას კი, სამჯერ მოუხდა მისი გადატანა. მარტო, ის ვერ გაუმკლავდება და ახლა, ჩვენი დახმარება სჭირდება, რათა გამოკეთდეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

 მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ თინას დახმარების საქმეში. მას ესაჭიროება კვლევები და მედიკამენტები. ნებისმიერი ოდენობის თანხა, რომელსაც შემოწირულობის სახით გაიღებთ, ადამიანის სიცოცხლეს უდრის! ერთად, ჩვენ შეგვიძლია თინას ცხოვრების შეცვლა. ოღონდ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მის ადგილას ჩვენი საყვარელი ადამიანია. რას გავაკეთებთ მისთვის? რას მოვიმოქმედებთ?

თუ გსურთ, მოინახულოთ თინა და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თბილისი, გლდანი, ხერგიანის ქ. 43.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თინა ანტონოსიანი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

  ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: