პროექტის რეპორტი ისინი განწირულები არიან. თუ არ დავეხმარებით, გავწირავთ სიკვდილისთვის. მათი უყურადღებოდ დატოვება იგივეა, რაც ახალშობილის დატოვება უყურადღებოდ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისინი განწირულები არიან. თუ არ დავეხმარებით, გავწირავთ სიკვდილისთვის. მათი უყურადღებოდ დატოვება იგივეა, რაც ახალშობილის დატოვება უყურადღებოდ!

page info icon
2023 დეკემბერი 9
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ საბრალო ადამიანების ტკივილი, ჩვენი დახმარებისა და მზრუნველობის გარეშე ხომ, ისინი ვერ გადარჩებიან! ჩუმი სიკვდილით მოკვდებიან და საკუთარი დაღუპვის მიზეზსაც ვერ გაიგებენ! და მან, ვინც მათ არ თვლის ადამიანებად და საქართველოს ისეთივე მოქალაქეებად, როგორიც ჩვენ ვართ, თავადაც არ იცის, რა ელით ხვალ! ამ ნანგრევებში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც ტანჯვისთვის და მარტოობისთვის არის განწირული. დედა, მამა და მათი შვილი, სამივე არიან ავად. ძალიან მძიმედ ავად არიან. შესაძლოა, ჯანმრთელად გამოიყურებიან კიდეც, მაგრამ ამ დროს, საკუთარი თავის მოვლაც კი არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დედამისი ოცნებობდა იმაზე, რომ ის თავის სიყვარულს შეხვდებოდა და ოჯახს შექმნიდა. მისი ოცნება იყო ასეთივე მარტოსული, საზოგადოებისგან გარიყული გოგონას პოვნა. ვალეს მეზობელ სოფელში მისი მეორე ნახევარი - მაია აღმოაჩინეს. 34 წლის წინ, მათ შვილიც შეეძინათ - თამარი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,690 ₾
( 82 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: