მეშინია, რომ ამ ზამთარს ვერ გადავიტან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეშინია, რომ ამ ზამთარს ვერ გადავიტან!

page info icon
2016 ოქტომბერი 11
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,156 ₾
( 86 დონორი )
დასრულებულია
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი, თვალცრემლიანი უსაყვარლესი ბებია. 
თბილისში დაიბადა, შექმნა ოჯახი, მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროში. ორი წლის წინ მისი ჩვეული აქტიური ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა: მას ინსულტი დაემართა, წაერთვა მარცხენა ხელ-ფეხი და ახლა იგი საწოლიდან ვერ დგება. ნებისმიერი მოძრაობა დიდ ტკივილს ანიჭებს. დამოუკიდებელი, ენერგიული ქალი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, ახლა საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავს.
„ერთადერთი ოცნება მაქვს... კვლავ ფეხზე დავდგე და არავის დავაწვე ტვირთად“ ამბობს ქალბატონი მარინა და ცრემლებს ვერ იკავებს. 
სამკურნალოდ საშუალება არ აქვს, მიზერული პენსია წამლებსა და კომუნალურ გადასახადებში ეხარჯება. საკვები მისთვის სოციალური სასადილოდან მოაქვთ. 
ქალბატონი მარინა საშინელ პირობებში ცხოვრობს. სახლი ავარიულია, კედლები დანგრეულია, ჭერი და სახურავი უკვე დალპა და ზოგიერთ ადგილას ჩამოიშალა კიდეც. კარის ფუნქციას ძველი საბანი ასრულებს, მაგრამ ქარისა და სიცივისგან ვერ იცავს ოთახს! აქ ზაფხულშიც კი ცივა და ნესტია. ამის გამო მარინას ეშინია, რომ მოახლოებულ ზამთარს ვერ გადაიტანს!
მას ძალიან სჭირდება მედიკამენტები, საკვები, ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი და გამათბობელი!
ჩვენი ფონდი "სოციალური პარტნიორობა" მოგმართავთ დახმარების თხოვნით ყველას, თუ გაქვთ საშუალება, დაეხმაროთ და გადაარჩინოთ ქალბატონი მარინა, თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა კაპანაძე) ან გადაიხადოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/155/
თქვენ არაერთ ადამიანს დახმარებიხართ და გვჯერა, რომ ქალბატონ მარინასაც არ დავტოვებთ მარტო!

მსგავსი პროექტები: