საოჯახო ტიპის სახლების პროდუქტები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საოჯახო ტიპის სახლების პროდუქტები

page info icon
2016 დეკემბერი 9
მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,567 ₾
( 61 დონორი )
დასრულებულია
მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. 
თბილისში და ქობულეთში ჩვენ ფონდის ოპერირების ქვეშ გახსნილია 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი სადაც 30 მოზარდი ცხოვრობს. სანამ ჩვენ ამ ბავშვებს ავიყვანდით ისინი ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებულნი. არ დადიოდნენ სკოლაში, არ ჰქონდათ ტანსაცმელი და ხშირად მშივრებიც კი იძინებდნენ. მათთვის ხმელი პურიც კი სანატრელი იყო. ზოგჯერ შიმშილისგან ღონემიხდილნი სხვის გადაყრილ ნამცეცებსაც კი არ თაკილობდნენ.  
მათ არასოდეს უსადილიათ მაგიდასთან, ზოგს ხელში კოვზის დაჭერაც კი არ შეეძლო... და ისინი ხომ საქართველოს მომავალი თაობაა. ძნელი აღსაწერია, მთელი ის საშინელება, რისი გავლაც ამ პატარებს მოუხდათ. 
30 პატარისთვის, ჩვენმა ფონდმა შექმნა ყველა ის აუცილებელი პირობა კომფორტული ცხოვრებისათვის. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან თბილი და მყუდრო სახლით, ახალი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იღებენ განათლებას და დამატებით სწავლობენ უცხო ენებს.  
ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს აღსაზრდელებს ოთხჯერადი სრულყოფილი კვებით, რაც მათთვის უცნობი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვცდილობთ, რომ მათ დაივიწყონ შიმშილი და არასოდეს გაიხსენონ განვლილი საშინელი დღეები. 
ჩვენი ფონდი მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვეხმაროთ ბავშვების სრულფასოვნად კვების უზრუნველყოფაში.
თუ გაქვთ საშუალება დაგვეხმაროთ საკვები პროდუქტების შეძენაში, პატარებისთვის რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების სითბოსა და მზრუნველობას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საოჯახო ტიპის სახლების პროდუქტები) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/165/
იმედი გვაქვს, რომ ამ სიტყვებს დიდი კომპანიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მფლობელებიც წაიკითხავენ და ნაწილობრივ მაინც შეძლებენ საკვები პროდუქტების ხარჯის კომპენსირებას.
ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანით, თქვენ გეცოდინებათ, რომ თქვენი წყალობით ბავშვებს არ შიათ და ბედნიერები არიან.