მარო მარიამიძე 72 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მარო მარიამიძე 72 წლის

page info icon
2018 იანვარი 9
page info icon
633
მარო მარიამიძისთვის ნამდვილი ხსნა იქნება თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდება გულმოწყალე ადამიანი, რომელიც აიღებს მასზე მზრუნველობას
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
110 ₾
( 3 დონორი )
დასრულებულია
ჩვენი ბენეფიციარი 72 წლის მარო მარიამიძე რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. გადატანილმა სამმა ოპერაციამ არ გამოიღო სასურველი შედეგი. პირიქით, მისი საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ძლიერ ტკივილებში გამოიხატება. დახმარების გარეშე მას არ შეუძლია გადაადგილება, დამხმარე კი არავინ ჰყავს. 
ბებია მარო სრულიად მარტოხელაა, ყველასგან მივიწყებული. მთელი დღები საწოლში წევს, ქვითინებს და ელოდება შემთხვევით მოსულ მეზობელს, რომ ამ უკანასკნელმა ჭიქა წყალი მიაწოდოს ან კიდევ წამალი.  ეს ბედჩავი ქალი მიზერულ პენსიაზე ცხოვრობს, რომელიც მხოლოდ პურის და ჩაის საყიდლად თუ ჰყოფნის. 
მარო მარიამიძისთვის ნამდვილი ხსნა იქნება თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდება გულმოწყალე ადამიანი, რომელიც აიღებს მასზე მზრუნველობას და გაიღებს თვეში თუნდაც 50 ლარს, რომ შიმშილისგან და სიცივისგან არ მოკვდეს და რაც მთავარია – იგი ადამიანად იგრძნობს თავს!