დაბადების დღის საჩუქარი ზებურს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაბადების დღის საჩუქარი ზებურს

page info icon
2018 იანვარი 18
page info icon
186
რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვები პურის ნატეხზე და თბილ საწოლზე კი არ ოცნებობენ, არამედ სათამაშოებზე, თოჯინებზე, საათზე...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
25 ₾
( 3 დონორი )
დასრულებულია

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ჩვენ პერიოდულად მოგიწოდებთ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოთ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელების დაბადების დღის აღნიშვნაში. ეს უკვე კეთილ ტრადიციად იქცა, რომელიც არ ტოვებს გულგრილს უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს, რაც ძალიან გვახარებს!

ამ დღეებში ქობულეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელს ზებურს 11 წელი შეუსრულდება. ეს ისეთი ასაკია, როდესაც ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ დატკბე უდარდელი ბავშვობით. ჩვენი  ბიჭი  ფეხბურთელობაზე ოცნებობს. იგი საკუთარ თავში უკვე ახალ მესის ხედავს, მსოფლიო სტადიონებს სიზმრებში იპყრობს  და ოცნებობს  ნამდვილ საფეხბურთო ტყავის ბურთზე! 

მეგობრებო, ჩვენ ვერ შევცვლით სამყაროს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამ პატარა ბიჭუნას ბავშვობა ლამაზი ფერებით გავაფერადოთ, ვაჩუქოთ მას დიდი სიხარული და გავუხანგრძლივოთ ლამაზი ბავშვობა! დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს მიდგომას და არ დარჩებით გულგრილი! 

შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი ზებურს) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

იცოდეთ, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ისინი ამ სამყაროში ზედმეტები არ არიან!